მთავრობას ე.წ. რიყის დოქები აუქციონზე გააქვს

© photo: Sputnikრიყის პარკი
რიყის პარკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინფორმაცია საპრივატიზაციო ქონების შესახებ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს სხვადასხვა საინვესტიციო წინადადებას და მიიღოს მონაწილეობა ელექტრონულ აუქციონში.

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. თბილისში, რიყის პარკში განთავსებული ე.წ. რიყის დოქები აუქციონზე გაიყიდება, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან.

სამკერვალო - Sputnik საქართველო
ბიზნესმა საკუთრებაში 38 სახელმწიფო ობიექტი მიიღო, ქვეყნის ბიუჯეტმა კი სოლიდური შემოსავალი

ორი გიგანტური „დოქისგან“ შექმნილი ექსტრავაგანტური კომპოზიცია, რომლებშიც საკონცერტო და საგამოფენო დარბაზები უნდა განთავსებულიყო, 95 მილიონ ლარად შეფასდა.

„ჩვენ ვაპირებთ ე.წ. რიყის დოქების „100 საპრივატიზაციო ობიექტის“ სიაში შეყვანას. ამ ობიექტის საპრივატიზაციოდ მომზადებას რაღაც დრო დასჭირდება. მასზე ძალზე დიდი თანხა დაიხარჯა. სამწუხაროდ, დღემდე ამ ობიექტმა ვერ იპოვა თავისი გამოყენება, ფუნქცია, არადა, ძალიან თვალსაჩინო ადგილზე, თბილისის შუაგულში, ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ადგილზე მდებარეობს. იგი 95 მილიონ ლარად შეფასდა, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი დაიხარჯა მის აშენებაზე. სწორედ გამჭვირვალე აუქციონის გზით შევძლებთ გავტესტოთ, თუ რამდენად რელევანტურია ეს ფასი დღევანდელი საბაზრო მოთხოვნების მიმართ. ჩვენი ამოცანაა – ღია, საჯარო აუქციონის გზით მოვუძებნოთ ამ ობიექტს სწორი დატვირთვა", – განაცხადა თურნავამ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ მთავრობა არ უკარნახებს ბიზნესს, თუ რა დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს ამ ობიექტს.

© Sputnik / Alexander Imedashviliშენობა, სადაც საკონცერტო დარბაზი უნდა განთავსებულიყო
მთავრობას ე.წ. რიყის დოქები აუქციონზე გააქვს - Sputnik საქართველო
შენობა, სადაც საკონცერტო დარბაზი უნდა განთავსებულიყო

ინფორმაცია საპრივატიზაციო ქონების შესახებ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს სხვადასხვა საინვესტიციო წინადადებას და მიიღოს მონაწილეობა ელექტრონულ აუქციონში.

სიაში შესულია თბილისსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არსებული უძრავი ქონება, რომელიც სახელმწიფოს კუთვნილებაა. მათ შორისაა სამრეწველო ობიექტები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და ა.შ.

ყველა ახალი ამბავი
0