საქართველოს ეკონომიკის რეკორდული ზრდა - გამოქვეყნდა ახალი სტატისტიკა

© photo: Government of Georgia / FBცემენტის ქარხანა HeidelbergCement კასპში
ცემენტის ქარხანა HeidelbergCement კასპში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველაზე შესამჩნევი ზრდა დაფიქსირდა გადამამუშავებელი ინდუსტრიის, ტრანსპორტის, მშენებლობის, საბითუმო და საცალო ვაჭრობის სფეროებში.

თბილისი, 5 იანვარი - Sputnik. რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2019 წლის ნოემბერში შეადგინა 6,4% 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.

აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

საქართველოს ეკონომიკის ზრდა პროგნოზს აჭარბებს >>

2019 წლის ნოემბერში ზრდა დაფიქსირდა გადამამუშავებელი ინდუსტრიის, ტრანსპორტის, მშენებლობის, საბითუმო და საცალო ვაჭრობის სფეროებში. ვარდნა დაფიქსირდა უძრავი ქონების, სამთომომპოვებელ, ასევე ხელოვნების, გართობისა და დასვენების სფეროებში.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ საშუალო თვიური მაჩვენებლის მიხედვით 5,1% შეადგინა, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

რა პროექტები ამოქმედდა 2019 წელს

ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში, პროფესორი სოსო არჩვაძე მიიჩნევს, რომ გასულ წელს ქვეყნის ეკონომიკაში იყო როგორც ძალიან კარგი ძვრები, ისე გარკვეული ხარვეზებიც, წინააღმდეგობები, რომლებიც განვითარებას აფერხებდა.

საახალწლო ვაჭრობა - Sputnik საქართველო
საქართველოში ინფლაცია დასტაბილურდა, მაგრამ ეკონომიკის ზრდა შესაძლოა შენელდეს

„ერთის მხრივ შეიძლება ითქვას, რომ მიღწეულია გარკვეული პოზიტიური შედეგები. პირველ რიგში, მიღწეულია 2012 წლიდან მოყოლებული ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი. წინასწარი მონაცემებით, ერთ წელიწადში მშპ 5,2%-ით გაიზრდება. ეს ბოლო 7 წელიწადში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია“, - განუცხადა არჩვაძემ „Sputnik-საქართველოს“.

მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი სხვადასხვა პროექტის ფორსირების და სოციალური დარგების დაფინანსების ერთდროული განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. ეს არის განათლება, ჯანდაცვა, სოციალური დაცვა, საწარმოო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ხაზები.

„ადრე ასეთი შესაძლებლობები არ გაგვაჩნდა და არჩევანის გაკეთება გვიწევდა. სოციალურ სფეროს ნარჩენი პრინციპით ვეკიდებოდით. ახლა კი სოციალურ სფეროში მნიშვნელოვანი სახსრების დაბანდების შესაძლებლობა გაგვაჩნია“, - აღნიშნა არჩვაძემ.

ექსპერტმა განაცხადა, რომ თუმცაღა გასულ წელს არ დაწყებულა ანაკლიის პორტის მშენებლობა, სახელმწიფომ არაერთხელ დაადასტურა თავისი დამოკიდებულება პროექტისადმი და პორტის მშენებლობა ნებისმიერი საფინანსო წყაროების პირობებში გაგრძელდება.

ეკონომიკის მთავარი გამოწვევა: საქართველოს ხელისუფლება ფასების ზრდას ებრძვის >>

პროფესორის თქმით, აღმოსავლეთი-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობაში მიღწეული შედეგების ნახვა უკვე შეუიარაღებული თვალითაც შესაძლებელია. ამასთან ერთად, აზიის განვითარების ბანკმა რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი გამოყო უმსხვილესი 9-კილომეტრიანი გვირაბის, ქვეშეთი-კობის მშენებლობისთვის.

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო
თურნავა: ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ინიციატივამ ყინულმჭრელის როლი ითამაშა

„ეს ადასტურებს, რომ მომდევნო წლებში საქართველოს ექნება შესაძლებლობა მიაღწიოს უფრო მაღალ სტანდარტებს მეზობელი ქვეყნების სატრანსპორტო მომსახურებაში. მისი გამტარუნარიანობა რამდენჯერმე მაღალი იქნება. პრაქტიკულად, საქართველო მოიპოვებს ახალ პროფილს ჩრდილოეთ-სამხრეთის და აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო კავშირებისთვის“, - აღნიშნა არჩვაძემ.

მან აღნიშნა, რომ ახლახან, საახალწლოდ მიღწეულია შეთანხმება ნამახვან-ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით და მომავალ წელს გაგრძელდება სამი მსხვილი ენერგეტიკული გიგანტის მშენებლობა: ნენსკრა-ჰესის, ნამახვან-ჰესის და ხუდონ-ჰესის.

„დიდი სიმძლავრეების ამოქმედებიდან საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება თითქმის მესამედით გაიზარდება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ენერგეტიკულად დეფიციტური ქვეყანა ვართ და ელექტროენერგიაში უარყოფითი სავაჭრო სალდოს გამო ყოველწლიურად 25-30 მლნ დოლარს ვკარგავთ“, - განაცხადა არჩვაძემ.

საქართველოში მონეტარული პოლიტიკა კვლავ გამკაცრდა >>

თუმცა, ექსპერტის აზრით, გასულ წელს, პირველად მრავალი წლის განმავლობაში, ვერ მოხერხდა საშუალო ხელფასის, პენსიების მსყიდველობითი უნარიანობის გაზრდა სამომხმარებლო, სასურსათო კალათის მიმართ. ეს იმიტომ მოხდა, რომ სურსათის ფასები იზრდებოდა ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე საშუალო ხელფასი. მაგრამ, ამას თავისი ახსნა აქვს.

„ერთ-ერთი მიზეზი იმაშია, რომ ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ გაუფასურებას აგრძელებდა, წლის განმავლობაში საშუალოდ 10%-ით. შემდგომში ინფლაციის ფაქტორი გახდა თამბაქოს ნაწარმზე აქციზის ზრდა, სადღაც 30%-ით გაძვირდა და „გვპირდებიან“, რომ ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა არჩვაძემ.

მისი თქმით, 2020 წლის ბოლოსთვის ინფლაციის დონე 3%-მდე შემცირდება და ამისათვის ძალიან სერიოზული წინაპირობები არსებობს.

ეკონომიკის ზრდის პროგნოზები

საქართველოს მთავრობამ გასული წლის ნოემბერში 2019 წელს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 4,5%-დან 5%-მდე შეცვალა. ეროვნული ბანკი კონსერვატიულ პოზიციაზე დარჩა და პროგნოზი 4,5%-ის დონეზე დატოვა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა-მარტინი - Sputnik საქართველო
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს რეფორმებს კვლავ დააფინანსებს

იმის მიუხედავად, რომ ტურისტების ნაკადმა არ გაამართლა პროგნოზები, რომლებიც რუსეთთან ავიამიმოსვლის აკრძალვას უკავშირდებოდა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2019 წელს მშპ-ს ზრდის პროგნოზი 4,6%-ის დონეზე დაადასტურა.

ეკონომიკური ზრდის შენელებას ვარაუდობს ასევე კონსალტინგური კომპანია Galt & Taggart. მისი პროგნოზის თანახმად, 2019 წლის მეორე ნახევარში ზრდა იქნება 4,3% – ტურიზმის სფეროში შემოსავლების მოსალოდნელი დაკარგვის გამო. მთლიანობაში, წლის განმავლობაში ეკონომიკა 4,5%-ით გაიზრდება, ვინაიდან 2019 წლის პირველ ორ კვარტალში ზრდამ 4,8% შეადგინა, მიიჩნევენ კომპანიის ანალიტიკოსები.

ყველა ახალი ამბავი
0