საქართველოს საგარეო ვალი მესამე კვარტალში შემცირდა

© photo: Sputnikფულის კუპიურები
ფულის კუპიურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საგარეო ვალი 2019 წლის მესამე კვარტალში 433,6 მილიონი დოლარით შემცირდა, მათ შორის 198 მილიონი დოლარით – სავალუტო კურსის ცვლილებების გამო.

თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს საერთო საგარეო ვალი, 2019 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, შეადგენს 17,8 მილიარდ აშშ დოლარს (52.6 მლრდ ლარი), რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ის (მთლიანი შიდა პროდუქტი) 102.3 პროცენტია, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2020 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის შემცირებას ვარაუდობს>>

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საერთო საგარეო ვალი 433,6 მილიონი დოლარით შემცირდა, მათ შორის 261,4 მლნ დოლარით მაჩვენებელი შემცირდა ოპერაციული ცვლილებების, ხოლო 198 მილიონი დოლარით – სავალუტო კურსის ცვლილებების გამო.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა-მარტინი - Sputnik საქართველო
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს რეფორმებს კვლავ დააფინანსებს

საერთო მოცულობიდან 7,4 მლრდ დოლარი მოდის სახელმწიფო სესხზე (მშპ-ის 42,6%). აქედან 5,3 მლრდ დოლარია მთავრობის ვალი, 404,6 მლნ – ეროვნული ბანკის ვალი, 825,3 მლნ დოლარი და 855,5 მლნ დოლარი – შესაბამისად, სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები.

საანგარიშო პერიოდში კერძო სექტორის ვალი 12 მილიარდი დოლარია, მათ შორის, საბანკო სექტორის ვალი 4,2 მლრდ დოლარს შეადგენს. კერძო საწარმოების – 4,5 მლრდ დოლარს, საერთაშორისო კომპანიებისადმი ვალი – 3,3 მლრდ დოლარს.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალი, 2019 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 10,1 მლრდ დოლარს შეადგენს (მშპ-ის 58%), მათ შორის, წმინდა სახელმწიფო ვალია 3,8 მლრდ დოლარი (მშპ-ის 21,7%).

ყველა ახალი ამბავი
0