საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში წლის შედეგები შეაჯამეს

© photo : GOGC / FBგაზსადენი
გაზსადენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორპორაციის საქმიანობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხო და უწყვეტი ენერგომომარაგებისთვის, ფიქრობს მინისტრი.

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ (GOGC) 2019 წლის საქმიანობის შედეგები შეაჯამა, აღნიშნულია ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.

ელექტროგადამცემი ხაზი თბილისში - Sputnik საქართველო
ემუქრება თუ არა საქართველოს ენერგოდეფიციტი?

ნავთობისა და გაზის კორპორაცია (GOGC) წარმოადგენს მთავარ ინსტრუმენტს ბუნებრივი გაზის მიწოდების საიმედოობის უზრუნველყოფის საქმეში. ამასთან, კორპორაცია არის საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ნავთობის და გაზის უმნიშვნელოვანეს სატრანზიტო პროექტებში და აქვს ეროვნული ნავთობის კომპანიის სტატუსი. კორპორაცია პროდუქციის განაწილების ხელშეკრულებებში წარმოადგენს სახელმწოფო ინტერესს.

კორპორაციის გენერალური დირექტორის გიორგი ბახტაძის სიტყვებით, გასულ წელს საინვესტიციო კომპანია „J.P. მორგანმა“ საქართველოში ძირითად ემიტენტებთან ვიზიტის შემდგომ 2019 წლის 11 ივნისს გამოაქვეყნა პრეს-რელიზი, რომლის მიხედვით, კორპორაცია შეაფასა ყველაზე მაღალი სანდოობის მქონე კომპანიად, ხოლო საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ ამავე წლის 15 ოქტომბერს კორპორაციას გრძელვადიანი რეიტინგი „BB -“-მდე გააუმჯობესა და პერსპექტივა „სტაბილურად“ შეაფასა.

გაზი

კორპორაციის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა საქართველოს ტერიტორიაზე მაგისტრალური გაზსადენების მშენებლობა/რეაბილიტაცია და ქვეყნის იმ რეგიონების გაზიფიკაცია, სადაც გაზის მიწოდება არასდროს ყოფილა, მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი რეგიონია აჭარის მთიანეთი.

გიორგი ბახტაძის ინფორმაციით, მხოლოდ 2019 წელს კორპორაციამ 97 კმ სიგრძის გაზსადენის მშენებლობა დაასრულა.

გაზქურა - Sputnik საქართველო
თბილისელები გაზისთვის ნაკლებს გადაიხდიან

GOGC უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ გაზსადენის ფუნქციონირებას, რომლის მეშვეობითაც გაზი რუსეთიდან ტრანზიტით სომხეთს მიეწოდება. გარდა ამისა, კორპორაცია წარმოადგენს სამხრეთ-კავკასიური მილსადენით აზერბაიჯანული გაზის ევროპაში ტრანზიტის საფასურის სახით ბუნებრივი აირის მიმღებს. აღნიშნული საწვავი გამოიყენება, როგორც ე.წ. „სოციალური გაზი“, რომელიც მოსახლეობას მიეწოდება და ელექტროენერგიის წარმოებისთვის გამოიყენება.

საქართველოში ბუნებრივი აირი მცირე ოდენობით მოიპოვება და შეადგენს ქვეყნის მიერ მოხმარებული აირის საერთო რაოდენობის 0,5%-ს.

ნავთობი

GOGC, როგორც ეროვნული ნავთობკომპანია, არის უცხოელი ინვესტორების პარტნიორი საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის საბადოების მოძიებისა და მოპოვების პროექტებში.

ნავთობსადენი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე - Sputnik საქართველო
რუსეთი და უკრაინა ნავთობის ტრანზიტის შესახებ კონტრაქტის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ

ამჟამად საქართველოში ნავთობის მოპოვების ლიცენზიას ფლობს ექვსი უცხოური კომპანია, მოძიების ლიცენზიას კი – შვიდი კომპანია.

ბოლო ათ წელიწადში საქართველოში ნავთობის საშუალო წლიური მოპოვება შეადგენს 43,6 ათას ტონას.

საერთაშორისო ბაზრებზე აზერბაიჯანული ნავთობის ტრანსპორტირების მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე გადის ორი ნავთობსადენი – ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და საექსპორტო ნავთობსადენი დასავლეთის მარშრუტით, რომელიც სუფსის ნავსადგურში მთავრდება.

ელექტროენერგეტიკა

GOGC ფლობს კომბინირებული ტიპის ორ თბოელექტროსადგურს, რომლებიც გარდაბანში მდებარეობს.

პირველი კომბინირებული ტიპის თბოელექტროსადგური 237 მგვტ დადგმული სიმძლავრით 2015 წელს ამოქმედდა. მისი ექსპლუატაციის ვადა შეადგენს 25 წელიწადს, მოსალოდნელი წლიური გამომუშავება – 1,6 მლრდ კვ/სთ-ს. სადგური ააშენა უმსხვილესმა თურქულმა კომპანიამ Calik Enerji. მშენებლობისთვის დაიხარჯა 231 მლნ დოლარი.

ჟინვალის წყალსაცავი - Sputnik საქართველო
საქართველო ელექტროსადგურების მშენებლობის ტემპს ზრდის

მეორე თბოელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრეა 230 მგვტ. „გარდაბნის თბოსადგური 2“ GOGC-ს დაფინანსებით ჩინურმა კომპანიამ China Tianchen Engineering Corporation ააშენა. ინვესტიციის მოცულობამ 180 მლნ დოლარი შეადგინა. 

თბოელექტროსადგური აღჭურვილია გაზისა და ორთქლის ტურბინებით და გენერატორებით. კომბინირებული ტიპის ელექტროსადგურის მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალიან მაღალია და შეადგენს 58%-ს. თბოელექტროსადგური ეკოლოგიურადაც უფრო სუფთაა, ვინაიდან გაცილებით ნაკლებ სათბურ გაზებს გამოყოფს.

მომავლის გეგმები

2020 წელს დაგეგმილია „გარდაბანი 3“-ის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტზე მუშაობის დაწყება. აღნიშნული სადგურისთვის გამოყენებული იქნება ახალი მოდიფიკაციის ტურბინები, რომლებსაც ექნება აქამდე წარმოებულ ტურბინებზე უფრო მაღალი ეფექტურობა, შესაბამისად, ბუნებრივი გაზის უფრო ნაკლები დანახარჯი ყოველ გენერირებულ კვ/სთ ელექტროენერგიაზე.

ასევე, 2020 წელს დაგეგმილია EPC (პროექტირება, შესყიდვები, მშენებლობა) კონტრაქტორის შერჩევა მიწისქვეშა გაზსაცავის მასშტაბური პროექტისათვის. გაზსაცავის მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2024 წელს.

მილსადენი - Sputnik საქართველო
გაზსაცავს ეკოლოგიაზე ზემოქმედების თვალსაზრისით შეამოწმებენ

2020 წლის აპრილში დაგეგმილია არსებული ევროობლიგაციების რეფინანსირება, რომლის ფარგლებშიც მოხდება 300 მლნ ევროს მოცულობის ევროობლიგაციების გამოშვება და ამ სახსრებით არსებული 250 მლნ აშშ დოლარის ობლიგაციების სრული გამოსყიდვა. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ კორპორაცია კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს წარმატებული და მომგებიანი სახელმწიფო საწარმო.

„კორპორაციის უშუალო ჩართულობით და მონაწილეობით უმნიშვნელოვანესი ენერგოობიექტები შენდება და აგრეთვე მიმდინარეობს არსებული ობიექტების რეკონსტრუქცია, რაც საბოლოო ჯამში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის და უსაფრთხო და უწყვეტი ენერგომომარაგებისთვის“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

 

ყველა ახალი ამბავი
0