საქართველოს მშპ-ის ნახევარზე მეტი თბილისზე მოდის

გამოწერა
რეგიონების ტოპ-ხუთეულში, თბილისის გარდა, შედიან იმერეთი, აჭარა, ქვემო ქართლი და სამეგრელო-ზემო სვანეთი.

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. 2018 წლის საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 57,1% თბილისზე მოდიოდა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.

უწყების ცნობით, 2018 წელს მშპ-ის მთლიანმა მოცულობამ მიმდინარე ფასებში შეადგინა 44,6 მლრდ ლარი.

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის საამქრო - Sputnik საქართველო
საქართველოს ეკონომიკა: რა უწყობს ხელს ზრდას

თბილისის რეგიონის სტრუქტურაში ყველაზე დიდ წილს შეადგენს ვაჭრობა, მათ შორის ავტომობილების რემონტი – 20,7%. შემდეგ მოდიან უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა – 12% და მშენებლობა – 10,9%.

მეორე ადგილზე მოდის იმერეთი – 9,3%.

რეგიონის მთლიანი შიდა პროდუქტის სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი აქვს გადამამუშავებელ მრეწველობას – 13,4%, სოფლის მეურნეობას – 11,5%, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობას – 11,2%.

მესამე ადგილზეა აჭარა – 9%.

აქ მთლიანი შიდა პროდუქტის სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი უკავია მშენებლობას – 16,6%, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობას – 15,5% და ვაჭრობას – 10,6%.

რეგიონების მიხედვით საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ხუთეულში ასევე შედიან ქვემო ქართლი – 7,8% და სამეგრელო-ზემო სვანეთი – 5,3%.

ყველა ახალი ამბავი
0