ინვესტორთა საბჭოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე უხელმძღვანელებს

გამოწერა
გიორგი ჩერქეზიშვილი ინვესტორთა საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე მარიამ მეღვინეთუხუცესს დეკემბრის ბოლოს შეცვლის.

თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. ინვესტორთა საბჭოს ხელმძღვანელის პოსტს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი დაიკავებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

ინვესტიციები საქართველოში - Sputnik საქართველო
რომელ სფეროებში ახორციელებენ უცხოელები ინვესტიციებს საქართველოში

ინვესტორთა საბჭო დაარსდა 2015 წლის მაისში, როდესაც საქართველოს იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტმა, სხვა დამფუძნებელ წევრებთან ერთად, ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს.

ინვესტორთა საბჭოს მიზანია უმაღლეს დონეზე კონსტრუქციული დიალოგის ხელშეწყობა; მთავრობის, სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნეს-ასოციაციებისა და ბიზნეს-ომბუდსმენის აპარატის გაერთიანება, რათა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს ბიზნეს-გარემო, ხელი შეეწყოს ეკონომიკურ განვითარებასა და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას საქართველოში.

გიორგი ჩერქეზიშვილი ინვესტორთა საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე მარიამ მეღვინეთუხუცესს დეკემბრის ბოლოს შეცვლის.

ახალ თანამდებობაზე დანიშვნამდე გიორგი ჩერქეზიშვილი მუშაობდა კომპანიის Invest Wings&Freeman Capital მთავარ საინვესტიციო ოფიცრად. 2017 წლის მარტიდან იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე. სამინისტროში მუშაობის დაწყებამდე ასევე მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე „საპარტნიორო ფონდში“, „საქართველოს ბანკში“ და საქართველოს კონტროლის პალატაში.

 

ყველა ახალი ამბავი
0