გარდაბანში კომბინირებული ტიპის ელექტროსადგურის მშენებლობა დასრულდა

© courtesy of Georgian Gas Oil Corporationახალი თბოელექტროსადგური
ახალი თბოელექტროსადგური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი ელექტროსადგური განკუთვნილია ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის, როდესაც ქვეყნის ჰესებზე მისი გამომუშავება შემცირებულია.

თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. გარდაბანში ახალი აშენებული 230 მეგავატი სიმძლავრის თბოელექტროსადგური სატესტო რეჟიმში მუშაობს და ელექტროენერგიას საქართველოს ერთიან ელექტროსისტემას აწვდის, აცნობეს „Sputnik-საქართველოს" „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" (GOGC) პრეს-სამსახურში.

„გარდაბნის თბოელექტროსადგური 2" GOGC-ს დაფინანსებით ჩინურმა კომპანიამ China Tianchen Engineering Corporation (CTEC) ააშენა. ინვესტიციის მოცულობა 180 მილიონი აშშ დოლარი იყო.

„პროექტს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ქართული ენერგოსისტემის დამოუკიდებლობისთვის, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებისა და მთლიანობაში ენერგეტიკული სექტორის შეუქცევადი განვითარებისთვის", – განაცხადეს კორპორაციის პრეს-სამსახურში.

მშენებლობა 2018 წლის თებერვლიდან 2019 წლის დეკემბრამდე მიმდინარეობდა. ამჟამად ელექტროსადგური ზამთრის სეზონისთვის ელექტროენერგიის გამომუშავებას უკვე უზრუნველყოფს.

ელექტროგადამცემი ხაზი თბილისში - Sputnik საქართველო
ემუქრება თუ არა საქართველოს ენერგოდეფიციტი?

ამგვარი პროექტების რეალიზაცია პრიორიტეტულია, რადგან ზამთრის პერიოდში ადგილობრივი ობიექტების მიერ ელექტროენერგიის მზარდი მოხმარების დაკმაყოფილება შეუძლებელია.

საქართველოში პირველად ახალი თბოელექტროსადგური აღჭურვილია ე.წ. ნულიდან ჩაშვების ფუნქციით, რაც გულისხმობს ქსელში ელექტროენერგიის პირველად მიწოდებას და საგანგებო მდგომარეობის დროს მთელი სისტემის ნულიდან აღდგენას.

ახალი თბოელექტროსადგური თითქმის ორჯერ ნაკლებ გაზს მოიხმარს, ის უფრო ეკონომიურია, ვიდრე საქართველოში არსებული ბუნებრივ გაზზე მომუშავე ძველი ენერგობლოკები.

საქართველოში კიდევ ერთ კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურს ააგებენ>>

თბოელექტროსადგური აღჭურვილია კომპანია „ჯენერალ ელექტრონიქსის" (GE-Power) გაზისა და ორთქლის თანამედროვე ტიპის ტურბინებით, ასევე გენერატორებით. ეს კომპანია ამ მოწყობილობების წარმოების მხრივ ლიდერია მთელ მსოფლიოში და ხარისხის მაღალი სტანდარტითა და ენერგოეფექტურობით გამოირჩევა.

ქარის ელექტროსადგურები - Sputnik საქართველო
იმერეთში შესაძლოა ქარის ელექტროსადგურები აშენდეს

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება სტაბილურად იზრდება, რასთან დაკავშირებითაც მაღალი ეფექტურობის მქონე და ეკონომიური კომბინირებული თბოელექტროსადგურების მშენებლობა მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

ახალი სადგურის სრულყოფილად ექსპლუატაციაში გაშვება 2020 წლის ზამთარში იგეგმება.

CTEC – ჩინეთის ერთ-ერთი მსხვილი საინჟინრო-ინდუსტრიული კორპორაციაა, რომელიც 1953 წელს დაარსდა. ამჟამად კომპანიის წლიური შემოსავალი ერთ მილიარდ დოლარს აჭარბებს, ხოლო საერთაშორისო საინჟინრო პროექტები 30-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს.

გარდაბანში 237 მეგავატი დადგმული სიმძლავრის კომბინირებული ტიპის პირველი ელექტროსადგური ექსპლუატაციაში 2015 წლის აგვისტოში შევიდა. მისი ექსპლუატაციის ვადაა 25 წელი.

ყველა ახალი ამბავი
0