საგადასახადო შემოსავლების გეგმა 2019 წლის ბიუჯეტში გადაჭარბებით შესრულდა

© photo: Sputnik50-ლარიანი კუპიურები
50-ლარიანი კუპიურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების გეგმა ვადის დასრულებამდე ცხრა დღით ადრე შესრულდა.

თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. 2019 წლის როგორც ნაერთი, ისე სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგმა უკვე შესრულებულია, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტმა ოქტომბერში 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა, რომლის თანახმად, ბიუჯეტში შემოსავლები 92,8 მილიონი ლარით გაიზარდა, ხოლო ასიგნებები – 223,1 მილიონი ლარით.

პარლამენტი - Sputnik საქართველო
პარლამენტმა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა

შედეგად, ბიუჯეტში შემოსავლების პროგნოზირებული მაჩვენებელი 13 მილიარდი ლარის დონეზე ავიდა, ხოლო ასიგნებები განისაზღვრა 13,3 მილიარდ ლარზე მეტით.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 22 დეკემბრის მდგომარეობით, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 11,37 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 61,9 მლნ ლარით მეტია წლიურ პროგნოზულ მაჩვენებელზე.

საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა 9,65 მილიარდი ლარი, რაც 6,8 მლნ ლარზე მეტია 2019 წლის გეგმაზე.

პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა – ხელფასები და პენსიები იზრდება>>

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები განსაზღვრულია 14,4 მილიარდი ლარის ოდენობით, მათ შორის საბიუჯეტო სახსრები – 13,3 მლრდ ლარით, ხოლო დაფინანსება დონორების მხრიდან – 1,2 მლრდ ლარით.

ყველა ახალი ამბავი
0