უზბეკეთიდან საქართველოში მატარებელი იმოძრავებს

© photo: Sputnik / Ramiz Baxtiyarovსადგური „ტაშკენტი-სამხრეთი“ რეკონსტრუქციის შემდეგ
სადგური „ტაშკენტი-სამხრეთი“ რეკონსტრუქციის შემდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპილოტე სატრანზიტო კონტეინერული მატარებლის ამოქმედება მულტიმოდალურ მარშრუტზე 2020 წლის პირველ კვარტალშია დაგეგმილი

თბილისი, 22 დეკემბერი - Sputnik. „უზბეკეთის რკინიგზა“ 2020 წლის გაზაფხულზე აზერბაიჯანისა და საქართველოს მიმართულებით სატრანზიტო მატარებლებს აამოქმედებს, იუწყება „Sputnik-უზბეკეთი“ კომპანიაზე დაყრდნობით.

„ტაშკენტში შედგა აზერბაიჯანის, საქართველოს, ყირგიზეთის, თურქმენეთის და უზბეკეთის რკინიგზების ხელმძღვანელთა შეხვედრა, რომელიც ამ ხუთ ქვეყანას შორის საერთაშორისო მულტიმოდალური მარშრუტის განვითარების ტემას მიეძღვნა“, - ნათქვამია უზბეკეთის რკინიგზის განცხადებაში.
ელექტროგადამცემი ხაზები - Sputnik საქართველო
იზრდება ელექტროენერგიის ტრანზიტი ევროპაში საქართველოს გავლით

საპილოტე სატრანზიტო კონტეინერული მატარებლის ამოქმედება მულტიმოდალურ მარშრუტზე 2020 წლის პირველ კვარტალშია დაგეგმილი.

სხდომაზე მონაწილეებმა დაადგინეს ერთიანი სატრანზიტო სატარიფო განაკვეთები და მარშრუტზე ტვირთების გადაზიდვის პირობები, იმსჯელეს ლოჯისტიკურ ინფრასტრუქტურაზე. ასევე მხარეები შეთანხმდნენ საკოორდინაციო კომიტეტის შექმნის თაობაზე მონაწილე ქვეყნების რკინიგზების ხელმძღვანელების შემადგენლობით, რომელსაც უზბეკეთის ტრანსპორტის სამინისტრო უხელმძღვანელებს.

ყველა ახალი ამბავი
0