ეკონომიკის ზრდამ პროგნოზს გადააჭარბა - ახალი სტატისტიკა

© photo: Ministry of Economy and Sustainable Development / FBრუსთავის მეტალურგიული საამქრო
რუსთავის მეტალურგიული საამქრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველაზე მაღალი ზრდა ფიქსირდებოდა გადამამუშავებელ მრეწველობაში, მშენებლობაში, სასტუმროებისა და რესტორნების სფეროში

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. 2019 წლის ოქტომბერში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,7% შეადგინა, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.

2019 წლის ოქტომბერში ზრდა დაფიქსირდა გადამამუშავებელი ინდუსტრიის, მშენებლობის, სასტუმროებისა და რესტორნების სფეროებში, ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციების კუთხით. კლება დაფიქსირდა სამთო ინდუსტრიაში, ასევე ხელოვნების, გართობისა და დასვენების სფეროებში.

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო
თურნავა: ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ინიციატივამ ყინულმჭრელის როლი ითამაშა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რეალური ეკონომიკური ზრდა 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში 5,1%-ს შეადგენდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ მთავრობა ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას ახერხება.

„მაგრამ ჩვენი მოსახლეობისთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია არა თავად ზრდის ციფრები, არამედ ის დასაქმება და სოციალური სარგებელი, რაც შეიძლება, ამის მიღმა იდგეს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის ზრდის პროგნოზები

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch 2019 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდის შეფერხებას 4,3% -მდე ვარაუდობს (2018 წლის 4.7% -დან), რადგან დაკრედიტების ზრდა შენელებულია, ხოლო რუსული რეისების აკრძალვა ხელს უშლის ტურიზმის სექტორის გაფართოებას.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
სახელმწიფო 100 ობიექტის გაყიდვას შეუდგა

ამის მიუხედავად, Fitch-ის შეფასებით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა „BB" რეიტინგის ქვეყნების საშუალო პროგნოზირებულ მაჩვენებელზე (3,3%) მაღალია. ინფრასტრუქტურაზე ხარჯის დაჩქარება და მცირედით შესუსტებული საგადასახადო-საბიუჯეტო პოლიტიკა ხელს შეუწყობს 2020-2021 წლებში ზრდის ტემპის 4,7%-მდე დაჩქარებას, მიიჩნევს Fitch.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, მიუხედავად იმისა, რომ ტურისტების რაოდენობამ მოსალოდნელზე ნაკლები შეადგინა, დაადასტურა 2019 წელს მშპ-ის ზრდის პროგნოზი 4,6%-ის დონეზე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა-მარტინი - Sputnik საქართველო
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს რეფორმებს კვლავ დააფინანსებს

ეკონომიკური ზრდის შემცირებას ვარაუდობს ასევე კონსალტინგური კომპანია Galt & Taggart. მისი პროგნოზის თანახმად, 2019 წლის მეორე ნახევარში ზრდა იქნება 4,3% – ტურიზმის სფეროში შემოსავლების მოსალოდნელი დაკარგვის გამო. მთლიანობაში, წლის განმავლობაში ეკონომიკა 4,5%-ით გაიზრდება, ვინაიდან 2019 წლის პირველ ორ კვარტალში ზრდამ 4,8% შეადგინა, ფიქრობენ კომპანიის ანალიტიკოსები.

საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, ამ ეტაპზე საგარეო მოთხოვნილების (ტურიზმის ექსპორტი) მოსალოდნელი შესუსტების ფონზე 2019 წელს მშპ-ის რეალური ზრდა 4,5%-ს მიაღწევს. 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4,5%-ია.

ყველა ახალი ამბავი
0