საქართველო სტრასბურგის საშობაო ბაზრობაში მონაწილეობს

© photo: Diplomatic Representations of Georgia / FBსაქართველოს სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე
საქართველოს სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართულ კოტეჯში წარმოდგენილია საქართველოში წარმოებული პროდუქციის მრავალფეროვნება, მათ შორის, სხვადასხვა დასახელების ღვინო, ტრადიციული ტკბილეული, ხალხური რეწვის ნიმუშები და ხელნაკეთი სუვენირები.

თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე ქართული კოტეჯი გაიხსნა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მოცვი - Sputnik საქართველო
ქართული კენკრა აშშ-ში გაიყიდება - ქარელის შემნახველი საწარმო პროდუქციის ექსპორტს იწყებს

ქართულ კოტეჯში წარმოდგენილია საქართველოში წარმოებული პროდუქციის მრავალფეროვნება, მათ შორის, სხვადასხვა დასახელების ღვინო, ტრადიციული ტკბილეული, ხალხური რეწვის ნიმუშები და ხელნაკეთი სუვენირები.

„საქართველოს მონაწილეობა წარმოადგენს საუკეთესო შესაძლებლობას, წარმოვაჩინოთ საქართველოს კულტურა, ტრადიციები და ხელი შევუწყოთ ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას“, - ნათქვამია განცხადებაში.

წელს სტრასბურგის საშობაო ბაზრობა 22 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იმართება.

სტრასბურგის ბაზრობა ევროპის ყველაზე ძველ ბაზრობად მიიჩნევა - პირველად იქ 1570 წელს გამართეს. უკვე 200 წელზე მეტია პავილიონებში სტუმრებს სთავაზობენ ორიგინალურ საშობაო მორთულობებს და ნაძვის ხის საავტორო სათამაშოებს.

ყველა ახალი ამბავი
0