ბიზნეს-ომბუდსმენის პოსტზე შსს-ს თანამშრომლის კანდიდატურა განიხილება

© photo: Sputnikმთავრობის ადმინისტრაცია
მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გადამდგარმა ომბუდსმენმა განაცხადა „შეთანხმებული ალტერნატიული გეგმების" თაობაზე, რომელთა შესახებ ცნობილი მალე გახდება.

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ახალი ბიზნეს-ომბუდსმენი შეიძლება საქართველოს შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი მიხეილ დაუშვილი გახდეს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ.

ირაკლი ლექვინაძემ თავისი საქმიანობა ბიზნეს-ომბუდსმენის თანამდებობაზე ორშაბათს დაასრულა. მან უკვე ყოფილ თანამშრომლებს, ხელისუფლებას, ბიზნესმენებსა და მასმედიას ნაყოფიერი ერთობლივი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. ლექვინაძე ბიზნეს-ომბუდსმენის პოსტზე წელიწადი და ათი თვე იყო.

ირაკლი ლექვინაძე - Sputnik საქართველო
ლექვინაძემ საქართველოს ბიზნეს-ომბუდსმენის თანამდებობა დატოვა

„ფაქტია, რომ ამ თანამდებობას ახალი ენერგია სჭირდება. თავად ლექვინაძე არის ჩამოყალიბებული წესიერი ადამიანი, მაღალი დონის პროფესიონალი, ის გუნდს არ დასცილდება", – განუცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებს.

გადამდგარმა ომბუდსმენმა გადადგომის მიზეზად „შეთანხმებული ალტერნატიული გეგმების" თაობაზე განაცხადა, რომელთა შესახებ ცნობილი მალე გახდება.

ბიზნეს-ომბუდსმენის ინსტიტუტი საქართველოში 2011 წელს შეიქმნა.

ყველა ახალი ამბავი
0