თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. 2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ექსპლუატაციაში 1,9 მილიონი კვადრატული მეტრი საერთო ფართის 2 221 802 ობიექტი შევიდა, ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ მასალებში.
2018 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით, ჩაბარებული ობიექტების ფართობი 32,3%-ით გაიზარდა, ხოლო მათი რიცხვი 1,5%-ით შემცირდა.
აშენებული ობიექტების ნახევარზე მეტი ქვეყნის სამ რეგიონზე მოდის - ეს არის თბილისი, კახეთი და ქვემო ქართლი.
საქართველოს რეგიონები 2019 წლის სამ კვარტალში ჩაბარებული ობიექტების მიხედვით
რეგიონი | ობიექტების რაოდენობა | წილი ობიექტების საერთო რაოდენობაში % |
თბილისი | 652 | 36,2 |
კახეთი | 259 | 14,4 |
ქვემო ქართლი | 162 | 9,0 |
მცხეთა-მთიანეთი | 130 | 7,2 |
შიდა ქართლი | 121 | 6,7 |
საქართველოში 2019 წლის იანვარ-სექტემბერში მუნიციპალურმა ხელისუფლებამ 5,6 მილიონი კვადრატული მეტრი საერთო ფართის თითქმის 7,8 ათასი სამშენებლო ნებართვა გასცა.
2018 წლის სამ კვარტალთან შედარებით, გაცემული ნებართვების რაოდენობა 1,3%-ით გაიზარდა, ხოლო ფართობი - 23,9%-ით.
საქართველომ ბიზნესის წარმოების კუთხით ევროპაში მეორე ადგილი დაიკავა >>
გაცემული ნებართვების 71% მოდის თბილისზე, ქვემო ქართლსა და აჭარაზე.
საქართველოს რეგიონები 2019 წლის სამ კვარტალში გაცემული სამშენებლო ნებართვების მიხედვით
რეგიონი | ნებართვების რიცხვი | წილი ნებართვების საერთო რიცხვში % |
თბილისი | 3 839 | 49,2 |
აჭარა | 858 | 11,0 |
ქვემო ქართლი | 843 | 10,8 |
იმერეთი | 445 | 5,7 |
მცხეთა-მთიანეთი | 444 | 5,7 |
კომპეტენტური ორგანოები წლის დასაწყისიდან გასცემდნენ ნებართვებს სხვადასხვა შენობების ასაშენებლად - მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, ქარხნების, სასოფლო-სამეურნეო ობიექტების და სხვ. თუმცაღა, ძირითადი ნაწილი საცხოვრებელ კომპლექსებზე მოდის.