საქართველოში მშენებლობა გააქტიურდა - გამოქვეყნდა ახალი სტატისტიკა

© photo: Sputnik / Stringerმშენებლობა ვაკეში
მშენებლობა ვაკეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშენებული ობიექტების ნახევარზე მეტი ქვეყნის სამ რეგიონზე მოდის - ეს არის თბილისი, კახეთი და ქვემო ქართლი

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. 2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ექსპლუატაციაში 1,9 მილიონი კვადრატული მეტრი საერთო ფართის 2 221 802 ობიექტი შევიდა, ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ მასალებში.

2018 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით, ჩაბარებული ობიექტების ფართობი 32,3%-ით გაიზარდა, ხოლო მათი რიცხვი 1,5%-ით შემცირდა.

საქართველოს ეკონომიკა: რა უწყობს ხელს ზრდას >>

აშენებული ობიექტების ნახევარზე მეტი ქვეყნის სამ რეგიონზე მოდის - ეს არის თბილისი, კახეთი და ქვემო ქართლი.

საქართველოს რეგიონები 2019 წლის სამ კვარტალში ჩაბარებული ობიექტების მიხედვით

რეგიონი  ობიექტების რაოდენობა წილი ობიექტების საერთო რაოდენობაში %
თბილისი          652  36,2
კახეთი     259   14,4
ქვემო ქართლი 162   9,0
მცხეთა-მთიანეთი  130   7,2
შიდა ქართლი 121   6,7

საქართველოში 2019 წლის იანვარ-სექტემბერში მუნიციპალურმა ხელისუფლებამ 5,6 მილიონი კვადრატული მეტრი საერთო ფართის თითქმის 7,8 ათასი სამშენებლო ნებართვა გასცა.

 

 

2018 წლის სამ კვარტალთან შედარებით, გაცემული ნებართვების რაოდენობა 1,3%-ით გაიზარდა, ხოლო ფართობი - 23,9%-ით.

საქართველომ ბიზნესის წარმოების კუთხით ევროპაში მეორე ადგილი დაიკავა >>

გაცემული ნებართვების 71% მოდის თბილისზე, ქვემო ქართლსა და აჭარაზე.

საქართველოს რეგიონები 2019 წლის სამ კვარტალში გაცემული სამშენებლო ნებართვების მიხედვით

რეგიონი  ნებართვების რიცხვი წილი ნებართვების საერთო რიცხვში %
თბილისი          3 839 49,2
აჭარა         858   11,0
ქვემო ქართლი 843   10,8
იმერეთი  445   5,7
მცხეთა-მთიანეთი 444 5,7

კომპეტენტური ორგანოები წლის დასაწყისიდან გასცემდნენ ნებართვებს სხვადასხვა შენობების ასაშენებლად - მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, ქარხნების, სასოფლო-სამეურნეო ობიექტების და სხვ. თუმცაღა, ძირითადი ნაწილი საცხოვრებელ კომპლექსებზე მოდის.

ყველა ახალი ამბავი
0