ფულადი გადმორიცხვები რუსეთიდან საქართველოში შემცირდა

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშიკუპიურები. აშშ დოლარი
კუპიურები. აშშ დოლარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველაზე მეტ ფულს რიცხავენ რუსეთიდან, იტალიიდან და საბერძნეთიდან

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. 2019 წლის დასაწყისიდან რუსეთიდან საქართველოში გადმოირიცხა 8,4%-ით ნაკლები თანხა, ვიდრე გასული წლის ამავე პერიოდში, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.

რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვების მოცულობამ ცხრა თვეში დაახლოებით 309,3 მლნ აშშ დოლარი - ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტროგადმორიცხვების მთელი მოცულობის 24,6% შეადგინა.

ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტროსისტემებით გადმორიცხული თანხის მოცულობა 2019 წლის იანვრიდან სექტემბერის ჩათვლით 8%-ით გაიზარდა 2018 წლის ამავე პერიოდი მონაცემთან შედარებით და დაახლოებით 1,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.

მაია ცქიტიშვილი - Sputnik საქართველო
ცქიტიშვილი: ინვესტიციების დინამიკა პოზიტიურია

ლიდერი ქვეყნების ექვსეულში ასევე შედიან იტალია, საბერძნეთი, აშშ, ისრაელი და თურქეთი.

ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტროსისტემებით გადმორიცხული თანხის მოცულობა 2019 წლის სექტემბერში 13,9%-ით გაიზარდა და დაახლოებით 149,8 მლნ დოლარი შეადგინა.

საქართველოში ელექტროსისტემებით ქართულ კომერციულ ბანკებში ფულადი გადმორიცხვების მოცულობით ლიდერობს რუსეთი - სექტემბერში ფულადი გადმორიცხვების მთლიანი მოცულობიდან რუსეთზე 24,2% მოდის.

სექტემბერში საქართველოდან უცხოეთის ქვეყნებში გადაირიცხა დაახლოებით 20,5 მლნ დოლარი, რაც 6,5%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

2019 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოდან საზღვარგარეთ გადაირიცხა დაახლოებით 167,6 მლნ დოლარი, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 0,5%-ით ნაკლებია.

ყველა ახალი ამბავი
0