19:23 13 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1900
  • 100 RUB4.5362
  • USD2.8661
აეროპორტი

საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები საჰაერო ტრანსპორტს ირჩევენ

© Sputnik / Alexander Imedashvili
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
ავიამიმოსვლა საქართველოში (84)
57 0 0

ავიარეისი თბილისი–ერევანი–თბილისი დიდი პოპულარობით სარგებლობს.

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოსა და სომხეთს შორის ავიამგზავრების ნაკადი ორ-ნახევარჯერ და მეტად გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

2019 წლის პირველ რვა თვეში იმ ადამიანების რიცხვი, რომლებმაც საჰაერო ტრანსპორტის სახეობა აირჩიეს, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 160,9%-ით გაიზარდა.

საქართველო და სომხეთი მეზობელი სახელმწიფოები არიან, რომელთაც 224-კილომეტრიანი საერთო საზღვარი აქვთ. თბილისიდან ერევანში ავტომობილით 5 საათში შეიძლება ჩასვლა, თვითმფრინავით კი ეს დრო 30 წუთამდე მცირდება, თუმცა, ბუნებრივია, ბილეთის ღირებულება რამდენჯერმე მაღალია.

მიმდინარე წლის ივლისში საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყდა. მაშინ ავიაკომპანიებმა მგზავრებს ერევნის გავლით ტრანზიტული რეისები შესთავაზეს, რამაც ხელი შეუწყო საქართველოსა და სომხეთს შორის ავიამგზავრების ნაკადის ზრდას.

გასულ კვირაში კანადაში საქართველოს სამოქალაქო ავიაციის დირექტორ ლევან კარანაძესა და სომხეთის სამოქალაქო ავიაციის კომიტეტის თავმჯდომარე თათევიკ რევაზიანს შორის შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა დადებითად შეაფასეს ქვეყნებს შორის საჰაერო მიმოსვლის ზრდის დინამიკა და იმსჯელეს ამ მიმართულებით მომავალი პერსპექტივების შესახებ.

ასევე მხარეებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ავიაციის სფეროში გამოცდილების გაცვლას.

საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივლისს დაამყარეს. მას შემდეგ ქვეყნები მრავალი მიმართულებით თანამშრომლობენ. განსაკუთრებით ინტენსიურია თანამშრომლობა ვაჭრობის სფეროში. ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს, სომხეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეულში შედის.

თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში (84)

მთავარი თემები