თბილისსა და ერ-რიადს პირდაპირი ავიარეისები დააკავშირებს

© photo: Flynas / FBსაუდის არაბეთის ავიაკომპანია Flynas-ის თვითმფრინავი
საუდის არაბეთის ავიაკომპანია  Flynas-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერ-რიადიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს  ავიაკომპანია „ფლაინასი“ კვირაში სამჯერ შეასრულებს.

თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. საუდის არაბეთის სიდიდით მეორე ნაციონალური ავიაკომპანია „ფლაინასი“ (Flynas) ქვეყნის დედაქალაქ ერ-რიადიდან თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენების განხორციელებას იწყებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ქუთაისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
საქართველოსა და შვეიცარიას შორის პირველი პირდაპირი ავიარეისი შესრულდა

ერ-რიადი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები მიმდინარე წლის 2 ოქტომბრიდან დაიწყება და რეისები მთელი წლის განმავლობაში კვირაში სამჯერ შესრულდება.

ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ გაითვალისწინეს მგზავრების მოთხოვნა და გაზარდეს ოპერირება ახალი მიმართულებით.

„ავიაკომპანია „ფლაინასის“ გადაწყვეტილება მთელი წლის განმავლობაში გადავიდეს ოპერირებაზე, არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნის ტურიზმისთვის“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

ერ-რიადი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის შესახებ მოლაპარაკება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მარიამ ქვრივიშვილსა და ავიაკომპანია „ფლაინასის“ აღმასრულებელ დირექტორს, ბანდერ ალმოჰანას შორის მიმდინარე წლის გაზაფხულზე შედგა. მოლაპარაკებებში ჩართული იყო საქართველოს ელჩი საუდის არაბეთში.

„საუდის არაბეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულებაა, გამორჩეული მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს საუდის არაბეთში, რაც ხელს უწყობს ქვეყნის ცნობადობის კიდევ უფრო მეტად გაზრდას და დამატებითი სტიმულია საქართველოში ახალი ავიარეისების დანიშვნის კუთხით“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
საქართველოს აეროპორტებმა აგვისტოში 11%-ით ნაკლები მგზავრი მიიღეს

მისივე თქმით, წარმატებული მარკეტინგული კამპანიისა და ავიაკომპანიის ეფექტური ოპერირების შედეგად, საუდის არაბეთიდან საქართველოში მიმდინარე წლის რვა თვეში 44,6 პროცენტით მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა.

„ფლაინასი“ საუდის არაბეთის სიდიდით მეორე ნაციონალური ავიაკომპანიაა, რომელიც მსოფლიოში 35 მიმართულებით ასრულებს ავიარეისებს. ავიაკომპანიის ფლოტი უახლესი საჰაერო ხომალდებისგან (Airbus A320NEO) შედგება. დაარსებიდან დღემდე ავიაკომპანია 40 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა.

ავიაკომპანია საქართველოში 2018 წლიდან ოპერირებს.

ყველა ახალი ამბავი
0