საქართველო „საზღვაო ტექსერვისის" 100%-იან წილს ყიდის

© Sputnik / Seyran Baroyanბათუმის პორტი
ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საწყისი ფასი 2, 3 მილიონი ლარია

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მთავრობა, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოების კერძო სექტორში გადატანის მიზნით, კომპანია „საზღვაო ტექსერვისის" 100%-იან წილს ყიდის, ნათქვამია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

კომპანიის 100%-იანი წილი ელექტრონულ აუქციონზე 2 მლნ 283 ათას ლარად იყიდება.

Обменный пункт - Sputnik საქართველო
ბიზნესი საქართველოში საფრთხეშია - ვინ მართავს მოლოდინებს და აცდება თუ არა 1 დოლარი 3 ლარს

2019 წლის 1 იანვრის მონაცემებით, საწარმოს აქტივები შეადგენს 1,8 მლნლარს, საკუთარი კაპიტალი - 1,7 მლნლარს, ხოლო ვალდებულებები 27,7 ათასლარს.

კომპანიის საკუთრებაში შედის ბათუმში, იოსებ ნონეშვილის ქუჩაზე მდებარე 8,8 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი. კომპანიის საკუთრებაშია ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებული შენობა-ნაგებობები.

კომპანია „საზღვაო ტექსერვისს" ეკუთვნის შპს "Anglo-Georgian Shipping Compamy L.T.D.-ის პარტნიორობის 100%-იანი წილი.

საწარმო ასევე ფლობს სხვადასხვა სახის სერტიფიკატებს, მათ შორის, გემის კორპუსის სისქის გაზომვის, სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების შემოწმების, შემდუღებელთა თეორიული და პრაქტიკული კვალიფიკაციის გემთმშენებლობის, მოდერნიზაციის, რემონტის, სამონტაჟო სამუშაოების და სხვა.

კომპანია „საზღვაო ტექსერვისი" ახორციელებს გემების რესტავრაციას, რემონტსა და ტექნიკურ მომსახურებას.

ყველა ახალი ამბავი
0