ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზის და რკინიგზის პროექტს ოქტომბერში წარმოადგენენ

© press-service of the Anaklia Portაქ აშენდება ანაკლიის პორტი
აქ აშენდება ანაკლიის პორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი 18 კმ-იანი საავტომობილო გზისა და რკინიგზის პროექტირებას  საავტომობილო გზების დეპარატმენტი ახორციელებს

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზა და რკინიგზა პორტის ფუნქციონირებამდე აშენდება, იუწყება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარატმენტი.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დოკუმენტების წარმოდგენის ვადა გაუხანგრძლივეს >>

პორტის მუშაობის დაწყება 2021 წელს არის დაგეგმილი. პორტის განვითარება ცხრა ფაზად განხორციელდება.

უწყების ცნობით, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი 18 კმ-იანი საავტომობილო გზისა და რკინიგზის პროექტირებას საავტომობილო გზების დეპარატმენტი, უკვე ახორციელებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, სახელმწიფო ვალდებულებებს გეგმის მიხედვით ასრულებს.

„ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობა არ ყოფილა ამ პროექტის შემაფერხებელი ფაქტორი. პირველი ნაწილი უკვე წარმოდგენილია, 2 ოქტომბერს კი კონტრაქტორი სრულად წარმოადგენს პროექტს. ამის შემდეგ გეგმის მიხედვით მოხდება სამშენებლო სამუშაოებზე გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
პრემიერი: ხელისუფლება ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის ყველაფერს გააკეთებს

ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობის საორიენტაციო ღირებულება 330 მილიონი ლარია.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო. ანაკლიის პორტის გენერალური მშენებელი მსხვილი ფრანგული კომპანია Eiffage გახდა.

პირველი ფაზა გულისხმობს პორტის ამუშავების შემდეგ წელიწადში 900 ათასი კონტეინერის მიღებას. ეს არ ნიშნავს, რომ პორტში ამ ოდენობის ტვირთი პირველივე წელიწადს შემოვა, მაგრამ ეს იქნება მაქსიმალური დასაშვები მოცულობა, აცხადებენ პროექტის ავტორები. პირველ და მეორე ფაზებს შორის სამ-ოთხწლიანი შუალედი იქნება. მომდევნო ნაბიჯების გეგმა კი პირველი ფაზის მსვლელობისას შემუშავდება.

ანაკლიის პორტის, „ქართველი ხოდორკოვსკების“, „TV პირველისა“ და 17 მილიონის შესახებ >>

პირველი ორი ფაზის დასასრულისთვის ანაკლიის პორტი დაახლოებით 14 მილიონი ტონა ტვირთის მიღებას შეძლებს. პროექტის ავტორების გათვლით, ამ მაჩვენებელს პორტი 2030 წლისთვის მიაღწევს. ყველა ცხრა ფაზის განხორციელებას 50 წელზე მეტი დასჭირდება. იმ დროისთვის პორტი, კონსორციუმის პროგნოზით, შეძლებს ყოველწლიურად 100 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთის მიღებას.

ანაკლიის პორტის პროექტის საერთო ღირებულება 2,5 მილიარდი აშშ დოლარია.

ყველა ახალი ამბავი
0