როდის იქნება საქართველოში ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურა – პრემიერმა თარიღი დაასახელა

© photo: Government of Georgia / FB მამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერ-მინისტრმა ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით ხელისუფლების ძალისხმევაზე მიუთითა და ამბიციურ გეგმებზე ისაუბრა.

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. თანხა, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზეა გათვლილი, უპრეცედენტოა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ექვსი თვის ანგარიშის პრეზენტაციაზე.

რა ვითარებაა ანაკლიის პორტის ირგვლივ: მშენებლობა გრძელდება>>>

აღნიშნული სამინისტრო ქვეყანაში მეორეა ბიუჯეტის სიდიდით – 2 მლრდ ლარი.

 „2019 წელს 20%-ით გაიზარდა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება, რაც ყველაზე დიდი ციფრია ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ეს იყო ძალიან ამბიციური ამოცანა და კარგად გვესმოდა, რომ ამ მიზნის მიღწევა იქნებოდა დაკავშირებული ძალიან ბევრ გამოწვევასთან", – განაცხადა ბახტაძემ.

მისი სიტყვებით, 2022 წლამდე საქართველოში ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურა იქნება.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
საქართველოს კერძო ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მოზიდვა სურს

„ჩვენი პროექტები უფრო და უფრო ამბიციური ხდება და მსურს კიდევ ერთხელ ყველა დავარწმუნო, რომ 2022 წლის ჩათვლით, როგორც ჩვენ შევპირდით ჩვენს მოქალაქეებს, საქართველოს ექნება ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ეკონომიკა, კიდევ უფრო მეტი მოქალაქე ჩავრთოთ ეკონომიკურ განვითარებაში და, როგორც შედეგი, ერთობლივი ძალებით დავძლიოთ სიღარიბე", – განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერმა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის რეგიონების განვითარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ეროვნული მნიშვნელობის პროექტების გარდა, ჩვენ რეგიონებში არის ასაშენებელი ისეთი ტიპის პროექტები, რომელიც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში", – განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ხელისუფლებამ უკვე შეიმუშავა მაღალმთიანი რეგიონების განვითარების სტრატეგია, რომელიც 2019-2023 წლებზეა გათვლილი და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესებას ითვალისწინებს სხვადასხვა მიმართულებით. ახალი სტრატეგიის მიზანია ჯანდაცვისა და სხვა მომსახურების ხელმისაწვდომობა, ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება, ინოვაციური სისტემების დანერგვა, საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობა და ა.შ.

ყველა ახალი ამბავი
0