19:57 14 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2024
  • 100 RUB4.6032
  • USD2.8647
მაია ცქიტიშვილი

მაია ცქიტიშვილმა იმერეთის ახალი რწმუნებულ-გუბერნატორი წარადგინა

Sputnik / Asatur Yesayants
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (352)
149 0 0

იმერეთის გუბერნატორის პოსტი ვაკანტური ჯერ კიდევ მაისში გახდა

თბილისი, 22  ივლისი — Sputnik. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ქუთაისში იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე წარუდგინა, ნათქვამია სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

წარდგენას იმერეთის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოების თავმჯდომარეები და ქუთაისის მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ზვიად შალამბერიძე ბოლო 4 თვის განმავლობაში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იყო, ბოლო სამი თვე კი, მას შემდეგ რაც შავლეგო ტაბატაძემ თანამდებობა დატოვა, რწმუნებულის მოვალეობას ასრულებდა.

„არსებული პრობლემების სწრაფად მოგვარებისთვის აუცილებელია, რომ სახელმწიფო რწმუნებული და მისი ადმინისტრაცია იყოს ძალიან ეფექტიანი, რათა თვითმმართველობასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის საუკეთესო კოორდინაცია უზრუნველყოს,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრის განცხადებით, იმერეთი ყველაზე დიდი რეგიონია და შესაბამისად, ყველაზე მეტ ინფრასტრუქტურულ პროექტს თვითმმართველობები აქ ახორციელებენ. წელს იმერეთის 12 მუნიციპალიტეტში, მხოლოდ რეგიონული პროექტების ფონდიდან, დაახლოებით 55 მილიონი ლარის პროექტებზე მუშაობენ. ამ პროექტების შესრულების  ტემპისა და  ხარისხის კონტროლი მუნიციპალიტეტებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ინფრასტრუქტურული პროექტები მოიცავს პირველ რიგში ეკონომიკურ განვითარებას,  მოქალაქეების შემოსავლების ზრდას და იმ პოტენციალის ათვისებას, რომელიც ყველა რეგიონს აქვს. ასევე მნიშვნელოვანია ახალი საწარმოების შექმნა, ბიზნესის, ტურიზმის განვითარება, ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტა და იმ ფუნქციის დაბრუნება, რომელიც იმერეთის ქალაქებს ჰქონდა.

მაია ცქიტიშვილმა ქუთაისში ახალი გუბერნატორი მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელ სოზარ სუბართან ერთად წარადგინა.

ზვიად შალამბერიძე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულად  რამდენიმე დღის წინ დაინიშნა, მან ამ პოსტზე შავლეგო ტაბატაძე შეცვალა, რომელმაც თანამდებობა საკუთარი სურვილით რამდენიმე თვის წინ დატოვა,  გუბერნატორის მოვალეობას კი ამ ხნის მანძილზე  იმერეთში ზვიად შალამბერიძე ასრულებდა. 

ხელისუფლებამ მაღალმთიანი რეგიონების განვითარების სტრატეგია შეიმუშავა >>

იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციამდე  ზვიად შალამბერიძე  შპს „ფრეგო“–ს დასავლეთ საქართველოს რეგიონული მენეჯერი იყო. ასევე, სს „დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო“–ში, სს „ჯი პი აი ჰოლდინგ“–ში  მუშაობდა ხელმძღვანელ პოზიციებზე. გარდა ამისა, იგი იყო ფინანსური ანალიტიკოსი  გაეროს განვითარების პროგრამის „საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის შესაძლებლობათა ზრდა“.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (352)

მთავარი თემები