საქართველოში მსხვილი დანიური კომპანია Danfoss Group შემოდის

© photo: Sputnikთბილისის ხედი
თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპანიის პრეზიდენტი იორგენ კლაუსენი საქართველოს ოქტომბერში ეწვევა.

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. მანქანა-დანადგარებისა და აპარატურის წარმოების სფეროში მსოფლიო ლიდერი დანიური კომპანია Danfoss Group ოქტომბერში საქართველოში ოფისს გახსნის, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

სამკერვალო ფაბრიკა - Sputnik საქართველო
დიდ ბრიტანეთში სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დააჯილდოვეს 

Danfoss Group-ი აწარმოებს ჰაერის კონდიცირების სისტემებს, შენობების გათბობის, ელექტრონული ძრავების კონტროლის მოწყობილობებს, ბუნებრივი აირის კომპრესორებს, სხვადასხვა სიხშირის ძრავისა და ელექტროენერგიის მობილურ დანადგარებს, ასევე ემსახურება საკვები პროდუქტების სამაცივრე მეურნეობებს.

კომპანიის პრეზიდენტი იორგენ კლაუსენი საქართველოს ოქტომბერში ეწვევა და სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებს უშუალოდ შეისწავლის.

მანამდე კი Danfoss Group-ის ხელმძღვანელისა და საქართველოს პრემიერ–მინისტრის შეხვედრა ჩინეთის ქალაქ დალიანში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

პრემიერი კომპანიის ხელმძღვანელს ესაუბრა ქვეყანაში არსებული მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს, დაბალი გადასახადებისა და იმ შეღავათების შესახებ, რასაც სახელმწიფო მსხვილ კორპორაციებს რეგიონული ოფისების საქართველოში გახსნის შემთხვევაში სთავაზობს.

იორგენ კლაუსენის ინფორმაციით, Danfoss Group-ი ასევე გეგმავს დაეხმაროს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასა და ახალი კვლევითი ლაბორატორიის შექმნაში, რისთვისაც 25 ათას დოლარს გამოყოფს.

ქალაქი დალიანი ჩინეთში - Sputnik საქართველო
რაზე შეთანხმდნენ საქართველოსა და ჩინეთის პრემიერები

მამუკა ბახტაძემ კი, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებით განათლება საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ით, ანუ ბიუჯეტის 25%-ით დაფინანსდება.

დანიური კომპანია მსოფლიო მასშტაბით 71 საწარმოს, კვლევებისა და განვითარების 23 ცენტრს ფლობს. პროდუქციის რეალიზაციის პუნქტები განთავსებულია 50 ქვეყანაში. კომპანიას, რომლის წლიური შემოსავალი 6 მილიარდ ევროს აჭარბებს, 28 000 თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.

 

ყველა ახალი ამბავი
0