საქართველოში უფრო მეტ ფულს გზავნიან

© photo: Sputnik / Vladimir Trefilov / გადასვლა მედიაბანკშიუცხოური ვალუტა
უცხოური ვალუტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველაზე მეტი ფული საქართველოში ირიცხება რუსეთიდან, იტალიიდან და საბერძნეთიდან.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული ფულადი გადმორიცხვების მოცულობა 2019 წლის მაისში, წინა წლის მაისთან შედარებით, 11,8%-ით გაიზარდა და დაახლოებით 145,8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გავრცელებულ მასალებში.

საქართველოში ფულადი გადმორიცხვების მოცულობით რუსეთი ლიდერობს — 2019 წლის მაისში ამ ქვეყნიდან დაახლოებით 34,8 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც 5,8%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

კობა გვენეტაძე - Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკი: წესების შეცვლა შესაძლებელია, თუმცა პრინციპების - არასდროს

რუსეთის ხვედრითი წილი ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული ფულადი გადმორიცხვების მთლიან მოცულობაში 23,9%-ია.

საქართველოში ფულადი გადმორიცხვების მხრივ ლიდერი ქვეყნების ექვსეულში ასევე შედიან იტალია, საბერძნეთი, აშშ, ისრაელი და თურქეთი.

ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული ფულადი გადმორიცხვების მოცულობა 2019 წლის იანვარ-მაისში 7,3%-ით გაიზარდა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით და 662,4 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა.

რუსეთიდან საქართველოში 2019 წლის დასაწყისიდან 7,2%-ით ნაკლები ფულადი გადმორიცხვები განხორციელდა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. წლის დასაწყისიდან რუსეთიდან გადმორიცხული თანხების მთლიანი მოცულობა 176,4 მილიონ დოლარზე მეტია.

საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ტოპ–10>>

საქართველოდან საზღვარგარეთ 2019 წლის მაისში გადაირიცხა დაახლოებით 20,5 მილიონი დოლარი, რაც 2018 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 3,9%-ით მეტია. 2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხეს დაახლოებით 91,4 მლნ დოლარი, რაც 2018 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 2,2%-ით ნაკლებია.

ყველა ახალი ამბავი
0