ყველაზე მაღალი ბოლო წლებში: საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ქუჩა
თბილისის ქუჩა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„საქსტატის“ მონაცემებით, მიმდინარე წლის მაისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 190.1 ლარი შეადგინა, რაც უმნიშვნელოდ მეტია აპრილის მაჩვენებელზე (185.0 ლარი). 

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. საქართველოში 2019 წლის მაისში, გასულ თვეებთან შედარებით,  საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა და ბოლო წლებში დაფიქსირებულ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მასალებში. 

მუზეუმი  - Sputnik საქართველო
საქსტატი: მუზეუმებში დამთვალიერებელთა რიცხვი გაიზარდა

„საქსტატის“ მონაცემებით, მიმდინარე წლის მაისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 190.1 ლარი შეადგინა, რაც უმნიშვნელოდ მეტია აპრილის მაჩვენებელზე (185.0 ლარი). ამასთან, აპრილთან შედარებით გაზრდილია საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და ის 168.4 ლარს შეადგენს. საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი კი 318.9 ლარზე დაფიქსირდა.

რაც შეეხება საარსებო მინიმუმს სულადობის მიხედვით, ერთსულიან ოჯახზე თანხა 168.4 ლარით განისაზღვრა, ორსულიანზე – 269.4 ლარით, სამსულიანზე – 303.1 ლარით, ოთხსულიანზე – 336.8 ლარით, ხუთსულიანზე – 378.9 ლარით, ექვსსულიანზე და მეტზე – 448 ლარით.

მაისში გასულ თვეებთან შედარებით საარსებო მინიმუმი ყველა მიმართულებით გაიზარდა. მაგალითად, აპრილში ხუთსულიანი ოჯახისთვის საარსებო მინიმუმი 368.8 ლარი იყო.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. თავის მხრივ, მინიმალური სასურსათო კალათა, რომელიც 40 დასახელების პროდუქტისგან შედგება, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობაზეა გათვლილი.

ყველა ახალი ამბავი
0