საქართველოს ეროვნული ბანკი პოლიტიკას არ ცვლის

© Sputnik / Alexander Imedashviliიუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროვნულ ბანკში გადაწყვეტილების მიღებისას ქვეყანაში ფასების ზრდის შესაძლო რისკები გაითვალისწინეს.

თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად – წლიური 6,5%-ის დონეზე დატოვების შესახებ, ნათქვამია ბანკის პრეს-რელიზში.

რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითად ბერკეტს წარმოადგენს და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად მიიჩნევა.

დოლარები - Sputnik საქართველო
ისტორიული მაქსიმუმი: საქართველოს საერთაშორისო რეზერვები რეკორდს ხსნის

ბოლოს განაკვეთი 2019 წლის მარტში შეიცვალა, როდესაც წლიური 6,75%-დან ახლანდელ დონემდე შემცირდა.

მაისში წლიურმა ინფლაციამ საქართველოში შეადგინა 4,7%, რაც ერთჯერადი ფაქტორების მნიშვნელოვანი ზეგავლენით აიხსნება. კერძოდ, წლის დასაწყისში თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის მატების წვლილი მაისის წლიურ ინფლაციაში 1,3 პროცენტული პუნქტი იყო.

პრეს-რელიზში ასევე საუბარია მსოფლიო ბაზრებზე წლის დასაწყისიდან ბენზინზე ფასების ზრდის შესახებ.

როგორ იზრდება სახელმწიფო ვალი >>

„საბაზო ინფლაცია, რომელიც გამორიცხავს სურსათს, ენერგომატარებლებსა და თამბაქოს, 1,1 პროცენტია, რაც მიუთითებს, რომ ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა დროებითია“, – ნათქვამია პრეს-რელიზში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ არსებული პროგნოზების მიხედვით, მოსალოდნელია, რომ სხვა თანაბარ პირობებში ინფლაცია, ერთჯერადი გარე ფაქტორების ამოწურვის შემდგომ, მომავალი წლის დასაწყისიდან შემცირებას დაიწყებს და მიზნობრივ – 3%-იან დონეს დაუახლოვდება.

იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის შერბილებას გეგმავს

„ერთობლივი მოთხოვნა კვლავ ჩამორჩება მის პოტენციურ დონეს და, შესაბამისად, მოთხოვნის მხრიდან ინფლაციური წნეხი კვლავ სუსტი რჩება. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მხედველობაში იღებს ასევე ინფლაციის მოლოდინების ზრდის რისკებს და, აღნიშნულის გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ნორმალიზაციის პროცესს ნელი ტემპით გააგრძელებს“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის პრეს-რელიზში.

აღნიშნული მიზეზების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია განაკვეთის უცვლელად დატოვება.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2019 წლის 24 ივლისს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0