ლარი მყარდება - ეროვნული ბანკი ვალუტას იმარაგებს

© photo: Sputnikიუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წლის დასაწყისიდან ეროვნულმა ბანკმა ბაზარზე უკვე 165 მილიონი დოლარი შეისყიდა

თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. პარასკევს შემდგარ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 მილიონი დოლარი შეისყიდა, ლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარის მიმართ 2,7384 GEL/$1 შეადგინა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შაბათისთვის ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,7344 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

ვალუტის გადამცვლელი პუნქტი - Sputnik საქართველო
რატომ დახურეს თბილისში ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები

სავალუტო აუქციონები საერთაშორისო რეზერვების შევსების ერთ-ერთ ძირითად წყაროს წარმოადგენს. მათი დახმარებით 2018 წელს ეროვნულმა ბანკმა 197,5 მილიონი დოლარი შეისყიდა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან რეგულატორმა ცხრა აუქციონი გამართა და ბაზარზე უკვე 165 მილიონი დოლარი შეისყიდა.

მაისის დასაწყისიდან ლარის გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ 3,8%-ით დაეცა და 30 მაისს ეროვნული ვალუტის კურსის ისტორიული მინიმუმი დაფიქსირდა - 2,8023 GEL/$1. 31 მაისიდან ლარმა გამყარება დაიწყო და ერთ კვირაში 2,2%-ით აიწია.

ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მიიჩნევს, რომ რეგულატორის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვა ლარის კურსის მერყეობაზე გავლენას არ ახდენს.

ქართულმა ლარმა ახალი ანტირეკორდი დაამყარა >>

დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის დადგენა 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების საშუალებით ხორციელდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0