02:14 25 მაისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1102
  • 100 RUB4.3044
  • USD2.7802
კომპანია Wissol-ის სათავო შენობა

„როსნეფტმა“ შესაძლოა საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საწვავის კომპანია შეისყიდოს

© Sputnik / Alexander Imedashvili
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ენერგეტიკა (25)
102 0 0

მასმედიის ვერსიით, „როსნეფტი“ კომპანიის შეძენას ქართველი პარტნიორების დახმარებით გეგმავს

თბილისი, 6 მაისი - Sputnik. საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საწვავის კომპანია - „ვისოლი“ (Wissol) შესაძლოა „როსნეფტმა“ შეიძინოს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

მოლაპარაკებებს „ვისოლთან“ აწარმოებს „როსნეფტის“ შვილობილი კომპანია „პეტროკასი“, რომელიც საქართველოში ფლობს საწვავის კომპანია „გალფის“ ქსელს, ასევე ნავთობტერმინალს ფოთის პორტში.

კომპანია „ვისოლში“ აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.

კომპანია „პეტროკასის“ 49%-ის შეძენის შესახებ „როსნეფტმა“ ჯერ კიდევ 2014 წელს განაცხადა. მაშინ „პეტროკასის“ მფლობელმა დავით იაკობაშვილმა „როსნეფტს“ თავისი წილის ნაწილი თითქმის 140 მილიონ დოლარად დაუთმო.

კომპანია „ვისოლი“ 2000 წელს დაფუძნდა. იგი საქართველოში დაახლოებით 180 ავტოგასამართ სადგურს ფლობს.

„როსნეფტი“ გლობალური ენერგეტიკული კომპანიაა ძირითადი აქტივებით რუსეთში და დივერსიფიცირებული პორტფელით საერთაშორისო ნავთობისა და გაზის ბიზნესის პერსპექტიულ რეგიონებში. კომპანია რუსეთის გარდა მსოფლიოს 22 ქვეყანაში საქმიანობს.

თემები:
საქართველოს ენერგეტიკა (25)

მთავარი თემები