21:35 15 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2778
  • 100 RUB4.6307
  • USD2.9701
მამუკა ბახტაძე ხარისხის ნიშნის პრეზენტაციაზე

მთაწმინდის პარკში ხარისხის ნიშნის პრეზენტაცია გაიმართა

© photo: Georgian Chamber of Commerce and Industry / FB
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (266)
99 0 0

ახალი რეგულაციით - „ხარისხის ნიშნის გამოყენების უფლების მინიჭების წესით“, განსაზღვრულია 11 კლასიფიკაციის ხარისხი და ხარისხის აღმნიშვნელი ნიშანი

თბილისი, 5 მაისი - Sputnik. თბილისში, მთაწმინდის პარკში ხარისხის ნიშნის პრეზენტაცია გაიმართა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ხარისხის ნიშნის  პრეზენტაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გამართა. პრეზენტაცია მთაწმინდის პარკში, ჩაისა და თაფლის ფესტივალის ფარგლებში გაიმართა. მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც ესწრებოდა.

„მსოფლიოში ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება და საქართველოს აქვს უნიკალური შანსი, გლობალურ ბაზარზე დაიმკვიდროს ადგილი, როგორც ბიოლოგიურად და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მწარმოებელმა ქვეყანამ“, -  განაცხადა  მამუკა ბახტაძემ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ხარისხის ნიშნის მნიშვნელობას პროდუქციისადმი ნდობის გაზრდაში და აღნიშნა, რომ მისი ფლობა გაყიდვების მაჩვენებელს გააუმჯობესებს და მწარმოებლებს საექსპორტო ბაზრებზე გასვლასაც გაუმარტივებს.

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, მთავრობა ე.წ. ორგანული პროდუქციის მწარმოებლებს ეტაპობრივად გადასახადისგან სრულად გაათავისუფლებს.

„ჩვენ ნატურალური წარმოების დიდი ნაწილი უკვე გავათავისუფლეთ გადასახადისგან. გვაქვს უფრო ამბიციური გეგმა, რომ ყველა საწარმო, რომელიც შეძლებს, დააკმაყოფილოს ეს უმაღლესი სტანდარტი და აწარმოოს ბიოლოგიურად სუფთა, ე.წ. ორგანული სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ნაბიჯ-ნაბიჯ სრულად გავათავისუფლოთ გადასახადისგან“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით,  მსგავსი ნაბიჯები საქართველოში ახალი მცირე საწარმოების შექმნას წაახალისებს, რაც საბოლოოდ სიღარიბის დაძლევას შეუწყობს ხელს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალი რეგულაციით - „ხარისხის ნიშნის გამოყენების უფლების მინიჭების წესით“, განსაზღვრულია 11 კლასიფიკაციის ხარისხი და ხარისხის აღმნიშვნელი ნიშანი, მათ შორის - „დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა“, „დაცული ადგილწარმოშობის დასახელება“, „ტრადიციული პროდუქტი“, „ქართული ხარისხი“, „ბალახით ნაკვები“,  „ხელით დამზადებული“, „მთის პროდუქტი“,  „ტყეში ნასუქი“, „პირდაპირი დაწურვის წვენი“, „ბიოპროდუქტი“, „ბიოწარმოებაზე გარდამავალი“.

 სასურსათო პროდუქტზე ხარისხის ნიშნის მინიჭება ნებაყოფლობითი პროცედურაა და მინიჭება საქართველოს კანონმდებლობით და აღნიშნული წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად „საქპატენტის“ მიერ ხორციელდება.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (266)

მთავარი თემები