საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის შერბილებას გეგმავს

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროვნული ბანკი მიზანშეწონილად მიიჩნევს მონეტარული პოლიტიკის ძირითადი განაკვეთის უცვლელად შენარჩუნებას.

თბილისი, 2 მაისი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი ზომიერად მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივად გამოსვლის (პოლიტიკის ნორმალიზაციის) პროცესს განაგრძობს, აღნიშნულია რეგულატორის პრეს-რელიზში.

საქართველოს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რეფინანსირების განაკვეთი დატოვოს უცვლელად – 6.5%-ზე.

პოლიტიკა ლოიალური იქნება

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პოლიტიკის ნორმალიზაციის პროცესი გასული წლის ივლისში დაიწყო და ამას მიმდინარე წლის პირველ კვარტალშიც აგრძელებს.

„მიუხედავად იმისა, რომ ერთობლივი მოთხოვნა კვლავ ჩამორჩება მის პოტენციურ დონეს, საგარეო სექტორიდან მომდინარე რისკების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ პოლიტიკის ნორმალიზაცია ეტაპობრივად განხორციელდება“, – ნათქვამია პრეს-რელიზში.

ეროვნული ბანკი: წესების შეცვლა შესაძლებელია, თუმცა პრინციპების - არასდროს >>

შედეგად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად მიიჩნია განაკვეთის უცვლელად დატოვება, ნათქვამია დოკუმენტში.

ეროვნული ბანკი ერთჯერად ფაქტორებზე არ რეაგირებს

წლის დასაწყისიდან ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივი დონის – 3 პროცენტის ირგვლივ მოძრაობდა. მარტში ინფლაციის წლიურმა დონემ 3,7% შეადგინა, რასაც ერთჯერადმა ფაქტორებმა შეუწყო ხელი.

სიგარეტის გაყიდვა - Sputnik საქართველო
საქართველოში სიგარეტი გაძვირდა

კერძოდ, წლის დასაწყისში თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის მატების წვლილი მარტის წლიურ ინფლაციაში 1,3 პროცენტული პუნქტი იყო.

„არსებული პროგნოზებით, მოსალოდნელია, რომ სხვა თანაბარ პირობებში ინფლაცია, ერთჯერადი (ეგზოგენური) ფაქტორების ამოწურვის შემდგომ, მიზნობრივი დონისკენ იმოძრავებს“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის პრეს-რელიზში.

აქვე ხაზგასასმელია, რომ მონეტარული პოლიტიკა ერთობლივ მოთხოვნაზე ზემოქმედების ინსტრუმენტია და, როგორც წესი, ცენტრალური ბანკები ეგზოგენურ ფაქტორებზე არ რეაგირებენ.

დაკრედიტება და ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდის წინასწარი ინდიკატორების თანახმად, ერთობლივი მოთხოვნიდან არსებული ინფლაციური წნეხი კვლავ სუსტი რჩება. საკრედიტო აქტივობა ზომიერად იზრდება (მარტში წლიური 13% გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით). წლის პირველი თვეების განმავლობაში გრძელდება სამომხმარებლო დაკრედიტების შემცირება, თუმცა ამავე დროს გააქტიურებულია ლარით იპოთეკებისა და ბიზნესის დაკრედიტება.

ეროვნული ბანკი: დაკრედიტებაზე შეზღუდვების დაწესებამ ქვეყნის ეკონომიკა გადაარჩინა >>

საგარეო მოთხოვნა ზომიერ ზრდას განაგრძობს. კერძოდ, პირველ კვარტალში საქონლის ექსპორტი წლიური 13%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში ზომიერად არის გაზრდილი ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები (5%) და ფულადი გზავნილები (6%). აღსანიშნავია მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქონლის იმპორტის 5%-იანი კლება.

საკრედიტო პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 2019 წლის 12 ივნისს გაიმართება.

 

ყველა ახალი ამბავი
0