ივანე მაჭავარიანი აზიის ბანკის ყოველწლიურ სესიაში იღებს მონაწილეობას

გამოწერა
მინისტრი შეხვედრებს გამართავს აზიის განვითარების ბანკის ხელმძღვანელობასთან, ასევე თავის კოლეგებთან ბანკის წევრი ქვეყნებიდან.

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მონაწილეობას იღებს აზიის განვითარების ბანკის (ADB) 52-ე ყოველწლიურ სესიაში, რომელიც ფიჯის რესპუბლიკაში მიმდინარეობს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

საქართველო აზიის განვითარების ბანკის წევრია 2007 წლიდან. ADB-ს მხარდაჭერით საქართველოში პროექტები ხორციელდება როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორებში. სახელმწიფო სექტორში ძირითადად ფინანსდება ინფრასტრუქტურული პროექტები: გზების რემონტი და მშენებლობა, ენერგეტიკული და წყალგაყვანილობის სისტემები, ასევე მრავალრიცხოვანი მუნიციპალური პროექტები.

თბილისი - Sputnik საქართველო
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ეკონომიკურ ზრდას იმედიანად უყურებს

ვიზიტის ფარგლებში მაჭავარიანი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. ის შეხვდება აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს ტაკეჰიკო ნაკაოს, აღმასრულებელ დირექტორს ენტონი მაკდონალდს, ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორს სკოტ დოუსონს, ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს ვერნერ ლიპახს.

ფინანსთა მინისტრი ასევე მიიღებს მონაწილეობას ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) სესიაში.

გარდა ამისა, გაიმართება ორმხრივი შეხვედრები როგორც ბანკის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრებთან, ისე სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან.

აზიის ბანკი საქართველოს სოფლის მცხოვრებთა კეთილდღეობის ზრდას დაეხმარება>>

ამჟამად ADB-ს მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი თანხის რაოდენობა დაახლოებით 2,4 მილიარდი აშშ დოლარია.

ყველა ახალი ამბავი
0