21:38 15 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2778
  • 100 RUB4.6307
  • USD2.9701
გონიო

ბათუმის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია - გაფორმდა 60 მილიონიანი ხელშეკრულება

© Rostom Talakhadze
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს რეგიონები (142)
116 0 0

წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მოხდება როგორც ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე, ისე გონიოსა და კვარიათში

თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. ბათუმის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის რემონტზე 60 მილიონიანი კრედიტია გამოყოფილი, ნათქვამია ქალაქის მერიის განცხადებაში.

გერმანიის განვითარების ბანკ KfW-ს მიერ გამოყოფილი სახსრები ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის აღდგენის მეოთხე ფაზის ფარგლებშია მოწოდებული.

პროექტი ითვალისწინებს წყლის სისტემების რეაბილიტაციასა და წყალმომარაგების რეზერვუარის მშენებლობას გონიო-კვარიათის დასახლებაში. ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე კანალიზაციის რემონტი ჩატარდება.

ხელშეკრულებას ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ და შესაბამის ტენდერში გამარჯვებული კომპანია Pfeifer & Pfeifer-ის წარმომადგენელმა ქრისტიან შორნიმ მოაწერეს ხელი.

აჭარის ბიუჯეტში შემოსულობები 2019 წელს 279,3 მილიონ ლარს შეადგენს, რაც 2018 წელთან შედარებით 4,3%-ით მეტია. მიმდინარე წლის ერთ-ერთი პრიორიტეტს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება წარმოადგენს.

ბათუმელები ქალაქის დღეს - „ბათუმობას“ აღნიშნავენ >>

კერძოდ, კრედიტის და რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპის ბანკის გრანტის დახმარებით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების სარემონტო სამუშაოებს დააფინანსებს. მხოლოდ 2019 წელს ამაზე დაახლოებით 6 მილიონი ევროს დახარჯვა იგეგმება.

თემები:
საქართველოს რეგიონები (142)

მთავარი თემები