HBO და Universal Pictures-ი საქართველოში გადასაღებ მოედნებს ეძებენ

© Sputnik / Alexander Imedashviliშავი ზღვის სანაპირო.
შავი ზღვის სანაპირო. - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტებმა გადაღებების შესაძლებლობა საქართველოს პრაქტიკულად ყველა რეგიონში შეაფასეს

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. საქართველოს, როგორც მიმზიდველი კინომოედნის პოტენციალს პროგრამა „გადაიღე საქართველოშის“ ფარგლებში ცნობილი ჰოლივუდური კომპანიების - HBO და Universal Pictures-ის წარმომადგენლები სწავლობენ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტი „გადაიღე საქართველოში“ ითვალისწინებს იმ თანხის 25%-ის დაბრუნებას, რომელიც ფილმის შემქმნელებმა საქართველოს ტერიტორიაზე ფილმის გადაღებებისას დახარჯეს. პროგრამის ფარგლებში შემოსულია სხვადასხვა ქვეყნის რეჟისორების 20 განაცხადი, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება თითქმის 40 მილიონ ლარს შეადგენს.

ამერიკელი კინომწარმოებლები საქართველოთი დაინტერესდნენ >>

როგორც ვიზიტის ორგანიზატორები აღნიშნავენ, ქვეყანაში ჩამოსულ ცნობილ ამერიკელ კინომწარმოებლებს ისეთ ფილმებზე აქვთ ნამუშევარი როგორებიცაა : „ტრანსფორმერები“ (TRANSFORMERS), „ვარსკვლავური ომები“ (STAR WARS: The Force Awakens), „ჯეიმს ბონდი: ოპერაცია სქაიფოლი“ (SKY FALL), „არ გამიშვა“ (NEVER LET ME GO) და ა.შ.

კინოწარმოების ამერიკელი ექსპერტების ვიზიტი საქართველოში 1 მაისამდე გაგრძელდება.

ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
ვიდეორგოლმა „გადაიღე საქართველოში“ The Audience Awards-ის კონკურსში გაიმარჯვა

სტუმრები დაათვალიერებენ ბათუმს,  ჭიათურას, თბილისს, ყაზბეგს, უფლისციხეს, ციხისძირს და რუსთავს.

ამერიკულ დელეგაციას პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ განმახორციელებელი სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მასპინძლობს. როგორც მასპინძელი მხარე აღნიშნავს, ვიზიტის ფარგლებში ამერიკელ სტუმრებს ექნებათ შეხვედრები ქართველ კინომწარმოებლებთან და ქართული საპროდიუსერო კომპანიებთან. ქართული კინოს სფეროს წარმომადგენლები ამერიკელებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ და გააცნობენ ქართული კინოინდუსტრიის შესაძლებლობებს  და ქვეყანაში არსებულ ინფრასტრუქტურას.

საქართველოს მთავრობა კინემატოგრაფისტებს იწვევს >>

„მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციას, ქვეყანაში კინოინდუსტრიის წახალისებას და საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის ცენტრად ქცევას“, - ნათქვამია „გადაიღე საქართველოშის“ განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0