რომელი ქვეყნიდან აგზავნიან ყველაზე მეტ თანხას საქართველოში

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშიფულის კუპიურები
ფულის კუპიურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთიდან ფულად გადმორიცხვებს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალად მიიჩნევენ.

თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული ფულადი გადმორიცხვების მოცულობა 2019 წლის მარტში 4,5%-ით გაიზარდა და დაახლოებით 138,4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გავრცელებულ მასალებში.

საქართველოში ფულადი გადმორიცხვების მოცულობით რუსეთი ლიდერობს — 2019 წლის მარტში ამ ქვეყნიდან 35,4 მლნ აშშ დოლარზე მეტი გადმოირიცხა, რაც 7,5%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა - Sputnik საქართველო
საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორები

რუსეთის ხვედრითი წილი ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული ფულადი გადმორიცხვების მთლიან მოცულობაში 25,6%-ია.

ლიდერი ქვეყნების ექვსეულში ასევე შედიან იტალია, საბერძნეთი, აშშ, ისრაელი და თურქეთი.

საქართველოდან უცხოეთში მარტში გადარიცხეს 18,5 მილიონ დოლარზე მეტი, რაც გასული წლის მარტთან შედარებით 11,8%-ით ნაკლებია.

ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული ფულადი გადარიცხვების მოცულობა 2019 წლის იანვარ-მარტში 6,5%-ით გაიზარდა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით და 379,5 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა.

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ეკონომიკურ ზრდას იმედიანად უყურებს>>

რუსეთიდან საქართველოში 2019 წლის დასაწყისიდან 7,7%-ით ნაკლები ფულადი გადმორიცხვები განხორციელდა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. წლის დასაწყისიდან რუსეთიდან გადმორიცხული თანხების მთლიანი მოცულობა 94,6 მილიონ დოლარზე მეტია.

საქართველოდან საზღვარგარეთ 2019 წლის პირველ კვარტალში გადაირიცხა დაახლოებით 51,8 მილიონი დოლარი, რაც 2018 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 4,1%-ით ნაკლებია.

ყველა ახალი ამბავი
0