ბიუროკრატია და ახალი კანონები: ბიზნეს-ომბუდსმენმა 2019 წლის გამოწვევები დაასახელა

© photo: Business Ombudsman of Georgia / FBბიზნეს-ომბუსდმენი ირაკლი ლექვინაძე
ბიზნეს-ომბუსდმენი ირაკლი ლექვინაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსახლეობისთვის კრედიტების გაცემის ახალი წესები მშენებლობისა და ვაჭრობის სფეროში მოქმედ კომპანიებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს

თბილისი, 16 აპრილი - Sputnik. საქართველოს ბიზნეს-ომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ 2019 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს-გარემოში არსებული პრობლემური საკითხები დაასახელა, მათ შორის საბანკო რეგულაციების გავლენა, სასამართლოების მიერ გადაწყვეტილებების აღსრულება და ბიუროკრატია.

ბიზნეს-ომბუსდმენის ინსტიტუტი 2011 წელს დაარსდა. მისა ამოცანაა მეწარმეთა უფლებები დაცვა. უწყება მთავრობას გარკვეულ დარღვევებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აძლევს.

საქართველოს ბიზნეს-ომბუდსმენმა 2018 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ისაუბრა >>

ომბუსდმენის მონაცემებით, 2019 წლის პირველ კვარტალში აპარატში რეგისტრირებულია 89 საქმე, საიდანაც 40% შეიტანეს კომპანიებმა, რომლებიც საცალო და საბითუმო ვაჭრობაში ოპერირებენ.

„ბიზნეს-ომბუდსმენის აპარატში მიმართვების ანალიზის საფუძველზე ბიზნესის ინტერესების დაცვის კუთხით ახალი კრიტიკული საკითხები წამოიჭრა“, - განაცხადა ლექვინაძემ.

სწრაფი ჩარიცხვის აპარატი - Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკი: დაკრედიტებაზე შეზღუდვების დაწესებამ ქვეყნის ეკონომიკა გადაარჩინა

მისი თქმით, მათ შორის მშენებლობის, საბითუმო და საცალო ბიზნესის სფეროში დასაქმებული კომპანიებისთვის საბანკო რეგულაციების ზეგავლენა კრიტიკული რჩება.

საქართველოს ხელისუფლებამ მიმდინარე წლის 1 იანვრიდან კრედიტების გაცემის წესები გაამკაცრა. კერძოდ, ბანკებსა და საფინანსო ორგანიზაციებს კრედიტის გაცემა მხოლოდ მსურველის ფინანსური მდგომარეობის დეტალური ანალიზის შემდეგ შეუძლიათ და უნდა იხელმძღვანელონ მხოლოდ სუფთა მოგებით. გარდა ამისა, დადგინდა კრედიტზე ყოველთვიური გადასახადი, კრედიტირების ვადები და აიკრძალა 200 ათას ლარამდე თანხის გაცემა აშშ დოლარში.

ეროვნული ბანკის თვალსაზრისით, კრედიტი უნდა გაიცეს ისეთ პირზე, რომელსაც მისი მომსახურების შესაძლებლობა გააჩნია და კრედიტი არ უნდა უქმნიდეს მოვალეს განსაკუთრებულ ფინანსურ სირთულეებს. ამასთან, პარლამენტში აღნიშნავენ, რომ შესაძლებელია მოხდეს მკაცრი რეგულაციების გადახედვა და მათი უფრო მოქნილი რეგულაციებით ჩანაცვლება.

„ტაქსების რევოლუცია“ აღარ იქნება - ტაქსის მძღოლებმა მერიასთან მოლაპარაკებები ირჩიეს >>

„ბიზნესომბუდსმენის აპარატი აქტიურ კომუნიკაციაშია რეგულაციის გავლენის ქვეშ მყოფ კომპანიებთან და მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია მათი შერბილება, რადგან ამან დრამატული გავლენა არ მოახდინოს მათ ბიზნეს აქტივობაზე“, - განაცხადა ლექვინაძემ.

ლექვინაძის თქმით, კიდევ ერთი პრობლემაა თამბაქოს პროდუქციის იმპორტიორთა და მწარმოებელთათვის დაგეგმილი შეზღუდვები. 1 იანვრიდან მათთვის დაწესებულია ადვალორული გადასახადი, ხოლო 31 მაისიდან რეალიზაციამდე სამი თვით ადრე ისინი ვალდებულნი იქნებიან ჯანდაცვის სამინისტროს იმპორტირებული ან წარმოებული პროდუქტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ.

მაღაზიების ვიტრინები, სადაც ადრე სიგარეტი იყიდებოდა - Sputnik საქართველო
საქართველოში სიგარეტის იმპორტიორებისთვის წესები მკაცრდება

 „თამბაქოს იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანიების საქმიანობაზე, თამბაქოს კონტროლის შესახებ მიღებული ახალი რეგულაციების გავლენა ძალიან მნიშვნელოვანია. კომპანიების შეფასებით, მათი ბიზნეს აქტივობა და რეალიზაციის მაჩვენებელი 30-40%-ით შემცირდა“, - განაცხადა ლექვინაძემ.

ბიზნეს-ომბუსდმენის თქმით, ბიზნესისთვის კიდევ ერთ პრობლემას ბიუროკრატია წარმოადგენს.

„მნიშვნელოვან გამოწვევად მიგვაჩნია რთული ბიუროკრატიული პროცედურები სხვადასხვა უწყებებსა თუ მუნიციპალიტეტებში შუა რგოლის ჩინოვნიკების დონეზე, რაც ბიზნესთან არსებულ კომუნიკაციას ხისტს ხდის. ამასთან პრობლემად რჩება პასუხგაუცემელი კითხვები ან მიმდინარე საკითხებზე დაგვიანებული პასუხები“, - განაცხადა ლექვინაძემ.

Standard & Poor's საქართველოს ეკონომიკას პოზიტივი მოუძებნა >>

ბიზნეს-ომბუდსმენის ასევე პრობლემად მიაჩნია მუნიციპალიტეტების ან სხვა აღმასრულებელი ორგანოების მიერ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილებების დროული აღსრულება ჯანსაღი ბიზნეს-გარემოს მთავარ პირობას წარმოადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0