01:07 27 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2356
  • 100 RUB4.5039
  • USD2.8470
ტრეილერების რიგი საკონტროლო პუნქტ „სარფთან

საქართველო ნაკლებს ყიდულობს და მეტს ყიდის

© Sputnik / Alexander Imedashvili
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (132)
74 0 0

საქართველოში იმპორტი შემცირდა 4,7 პროცენტით, ხოლო საგარეო ბრუნვა მთლიანად – 0,1 პროცენტით.

თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. საქართველო წარმატებით ვაჭრობს – 2019 წლის იანვარი-მარტის პერიოდში ქართული პროდუქციის ექსპორტი, გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 12,8%-ით გაიზარდა და 826 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.

ამავე დროს 2019 წლის დასაწყისიდან იმპორტი საქართველოში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 4,7%-ით შემცირდა და დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2019 წლის იანვარ-მარტში 2,8 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), რაც 0,1%-ით ნაკლებია 2018 წლის ამავე პერიოდთან შედარებით.

ექსპორტის ზრდას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო რამდენიმე ფაქტორით ხსნის, მათ შორის, გასაღების ბაზრების გეოგრაფიის გაფართოებით.

გასაღების ბაზრები იზრდება

საქართველო და ინდოეთი მოლაპარაკებებს დაიწყებენ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ – კვლევამ აჩვენა, რომ ეს ორივე ქვეყნისთვის მომგებიანი იქნება, აღნიშნავს ეკონომიკის სამინისტრო 2019 წლის 12 იანვრის განცხადებაში.

აგროპროდუქციის ექსპორტმა საქართველოდან 2018 წელს რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია>>

საქართველომ უკვე მოაწერა ხელი შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA), თურქეთთან და ჩინეთთან და ჰონგ-კონგთან, ასევე ახორციელებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს იაპონიასთან და აშშ-თან. უკვე დაწყებულია წინასწარი კონსულტაციები დიდ ბრიტანეთთან Brexit-ის შემდეგ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის თაობაზე შესაძლო მოლაპარაკებების შესახებ.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (132)

მთავარი თემები