01:51 17 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0943
  • 100 RUB4.2700
  • USD2.7468
ტვირთმზიდი მატარებელი

საქართველოს რკინიგზა უფრო მეტ სატრანზიტო ტვირთს იზიდავს

© photo: Sputnik / Sergey Venyavsky
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
ტრანსპორტი საქართველოში (69)
9900

რკინიგზით საკონტეინერო გადაზიდვების მოცულობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. საქართველოს რკინიგზით ტვირთების გადაზიდვამ 2019 წლის პირველ კვარტალში 2,5 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 105 ათასი ტონით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, აღნიშნულია სს „საქართველოს რკინიგზის" განცხადებაში.

„ბაზარზე არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით საქართველოს რკინიგზა აქტიურად მუშაობს მშრალი ტვირთების, მათ შორის კონტეინერების მოზიდვასა და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებაზე", – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

„საქართველოს რკინიგზის“ მონაცემებით, ტვირთბრუნვის ზრდა განპირობებულია როგორც მშრალი ტვირთების სავაგონო გზავნილების, ასევე საკონტეინერო გზავნილების მნიშვნელოვანი ზრდით. ამას გარდა, 2018 წლიდან საქართველოს რკინიგზა ახორციელებს ხორბლისა და ქვანახშირის სატრანზიტო გადაზიდვებს ყაზახეთიდან.

ამასთან, საკონტეინერო გადაზიდვების მოცულობამ 2019 წლის პირველ კვარტალში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 18 ათასი კონტეინერი შეადგინა. ეს 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31%-ით მეტია.

რაც შეეხება სავაგონო გადაზიდვებს, წლის პირველ სამ თვეში გადაიზიდა 1,48 მილიონი ტონა მშრალი სავაგონო ტვირთი, რაც 2018 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 9%-ით მეტია.

ბულგარეთმა გაწყვიტა შეთანხმება საქართველოსთან და სომხეთთან ტვირთების გადაზიდვის შესახებ>>

საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ხელისუფლება ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ინვესტიციებს დებს. ამასთან დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით მშენებარე ინფრასტრუქტურა აბრეშუმის გზის შემადგენელი ნაწილია. მათ შორისაა ავტომაგისტრალი აღმოსავლეთი-დასავლეთი, რკინიგზის მოდერნიზაცია, სარკინიგზო ხაზი ბაქო-თბილისი-ყარსი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი.

თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (69)

მთავარი თემები