დეპუტატი: იპოთეკურ კრედიტებთან მიმართებით ნაკლებად ხისტი მიდგომაა საჭირო

© Sputnik / Alexander Imedashviliსაცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა თბილისში
საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალ საკრედიტო წესებზე დასკვნების მისაღებად 6-9 თვეა საჭირო, მიიჩნევს საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე.

თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე მიიჩნევს, რომ იპოთეკურ დაკრედიტებასთან მიმართებით ნაკლებად ხისტი მიდგომებია საჭიროა.

საქართველოს ხელისუფლებამ მიმდინარე წლის 1 იანვრიდან კრედიტების გაცემის წესები გაამკაცრა. კერძოდ, ბანკებსა და საფინანსო ორგანიზაციებს კრედიტის გაცემა მხოლოდ მსურველის ფინანსური მდგომარეობის დეტალური ანალიზის შემდეგ შეუძლიათ და უნდა იხელმძღვანელონ მხოლოდ სუფთა მოგებით. გარდა ამისა, დადგინდა კრედიტზე ყოველთვიური გადასახადი, კრედიტირების ვადები და აიკრძალა 200 ათას ლარამდე თანხის გაცემა აშშ დოლარში.

სწრაფი ჩარიცხვის აპარატი - Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკი: დაკრედიტებაზე შეზღუდვების დაწესებამ ქვეყნის ეკონომიკა გადაარჩინა

„გვაქვს გარკვეული კლება სამშენებლო სექტორის რეალიზაციებსა და სამომხმარებლო ბაზრის ზოგიერთ სეგმენტში. პირადად მე არ გამოვრიცხავ ელასტიკურ გადაწყვეტილებას ამ რეგულაციებთან მიმართებაში, მაგრამ, როგორც რეგულაციების შემოღებამდეც ვამბობდი, საჭიროა, სულ მცირე, 6-9 თვე, რომ სწორი დაკვნები გავაკეთოთ", – განაცხადა კოვზანაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

დაკრედიტების ახალი წესებით დაწესებულია ასევე დაკრედიტების მაქსიმალური ვადები. იპოთეკური სესხი გაიცემა ვადით არაუმეტეს 15 წლისა, ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო კრედიტი – არაუმეტეს 10 წლისა, ავტოკრედიტი – არაუმეტეს 6 წლისა, სხვა ტიპის კრედიტები – არაუმეტეს 4 წლისა. ამასთან ყოველთვიური გადასახადები არ უნდა აღემატებოდეს შემოსავლების გარკვეულ პროცენტს.

საქართველოში ფული კვლავ იაფდება – ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა>>

ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2019 წლის თებერვალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წინასწარი მონაცემებით, 4,6% შეადგინა, ხოლო იანვარ-თებერვალში – 4,1%. 2019 წლის თებერვალში ვარდნა დაფიქსირდა სამშენებლო სფეროში.

ყველა ახალი ამბავი
0