გაიზარდა ტვირთების გადაზიდვა საქართველოს ტერიტორიის გავლით

© Sputnik / Alexander Imedashviliსატვირთო ავტომობილები
სატვირთო ავტომობილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად ტვირთების გადაზიდვის მოცულობამ ზრდა აჩვენა.

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. საქართველოს გავლით 2019 წლის იანვარ-თებერვალში გადაიზიდა 5,6 მილიონი ტონა ტვირთი, რაც 100 ათასი ტონით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, ნათქვამია ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მასალებში.

თუ 2017 და 2018 წლებში ტვირთზიდვის მოცულობის შემცირება ფიქსირდებოდა, მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში საქონელბრუნვის ზრდა შეინიშნება.

თბილისი, ბაქო, აშხაბადი და ბუქარესტი ხელს მოაწერენ ტრანსპორტთან დაკავშირებულ დეკლარაციას>>

საზღვაო პორტებმა – ფოთმა და ბათუმმა გადაამუშავეს 2,6 ტონა ტვირთი; ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია საკონტეინერო გადაზიდვების სექტორშიც. საქართველოს პორტებმა ორ თვეში მიიღეს დაახლოებით 76,2 ათასი TEU, წლიური ზრდაა 16%.

Анаклиа. Место, где будет построен глубоководный порт - Sputnik საქართველო
ვინ დააპროექტებს ანაკლიისკენ მიმავალ გზებს: ტენდერში ავსტრალიურმა კომპანიამ გაიმარჯვა

ტვირთზიდვა გაიზარდა როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო სექტორებში. რკინიგზამ გაატარა 1,6 მლნ ტონა ტვირთი, ზრდა – 100 ათასი ტონა. ასეთივე ზრდა შეინიშნება საავტომობილო გადაზიდვებში – ამ პერიოდში გადაიზიდა 4 მლნ ტონა ტვირთი.

ყველა სახის ტრანსპორტით პირველ ორ თვეში გადაიყვანეს 53,6 მლნ მგზავრი, რაც 2,3%-ით მეტია, ვიდრე 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემი.

ამასთან, საავტომობილო ტრანსპორტით გადაიყვანეს 52,6 მლნ მგზავრი, საჰაერო გზით – 0,6 მლნ, ხოლო რკინიგზით – 0,4 მლნ მგზავრი.

საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია საქართველოს მთავრობისა, რომელიც ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ინვესტიციებს დებს. ამასთან დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით მშენებარე ძირითადი ინფრასტრუქტურა აბრეშუმის გზის ძირითად ნაწილს წარმოადგენს. მათ შორისაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალი, რკინიგზის მოდერნიზაცია, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი.

ყველა ახალი ამბავი
0