20:05 21 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2410
  • 100 RUB4.5787
  • USD2.8845
თბილისი

თავისუფალი ვაჭრობა მოქმედებაში: რამ მოიზიდა ჰონგკონგელი ბიზნესმენები საქართველოში

© Sputnik / Alexander Imedashvili
ეკონომიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ბიზნეს–გარემო (14)
82 0 0

ბიზნესმენები ჰონგ-კონგიდან საქართველოს ბიზნეს-გარემოსა და საინვესტიციო პოტენციალს ეცნობიან.

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია თბილისში უმაღლესი რანგის ბიზნეს-დელეგაციის წევრებს შეხვდა ჰონგ-კონგიდან და მათთან ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მინისტრმა ბიზნესმენებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოში ეკონომიკური ტენდენციების, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ.

ქობულიას განცხადებით, საქართველოს ეკონომიკაზე დადებითად აისახა შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რომელიც გაფორმდა ევროკავშირთან, ჩინეთთან, დსთ-ისა და სხვა ქვეყნებთან. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც ქართული და ჰონგკონგური კომპანიების წინაშე გაიხსნა ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ.

მეწარმეები ჰონგ-კონგიდან საქართველოში დაინტერესდნენ ისეთი ეკონომიკური მიმართულებებით, როგორიცაა ენერგეტიკა, IT-ტექნოლოგიები და წარმოება.

შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, პროექტის „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და სხვა ოფიციალური პირები.

ბიზნეს-დელეგაცია ჰონგ-კონგიდან საქართველოში 18 მარტს ჩამოვიდა. ვიზიტი 20 მარტს დასრულდება.

შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველოსა და ჰონგ-კონგს შორის მიმდინარე წლის თებერვალში ამოქმედდა. ქვეყნებმა შეთანხმებას 2018 წლის 28 ივნისს მოაწერეს ხელი და იმავე წლის 27 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა ამ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

შეთანხმება ითვალისწინებს ამ ქვეყნებში ნაწარმოები საქონლის უმეტესობის საბაჟო გადასახადებისგან გათავისუფლებას. გამონაკლისია ისეთი საქონელი, როგორიცაა თაფლი, ბოსტნეული, კენკრა, სოკო, მწვანე და შავი ჩაი, შაქარი, ხილისა და ბოსტნეულის პიურე, ბიოლოგიური დანამატები და ზოგიერთი სხვა საქონელი, რომლებიც საბაჟოზე 12%-იანი გადასახადით დაიბეგრება.

დანარჩენ პროდუქციაზე, საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლების მიზნით, მეწარმეებმა უნდა წარადგინონ სერტიფიკატი საქონლის წარმომავლობის შესახებ.

საქართველო ჰონგ–კონგთან თავისუფლად ივაჭრებს>>

საქართველოსა და ჰონგ–კონგს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2018 წელს 133,9 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.

თემები:
საქართველოს ბიზნეს–გარემო (14)

მთავარი თემები