საქართველომ სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტზე „გაზპრომთან" მოლაპარაკებები დაასრულა

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკში"გაზპრომი"
გაზპრომი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერმა აღნიშნა, რომ რუსულ კომპანიასთან ახალ შეთანხმებაში ქართული მხარის ინტერესები გათვალისწინებულია

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და რუსულ კომპანია „გაზპრომს" შორის დასრულდა მოლაპარაკებები ახალ შეთანხმებაზე სომხეთში საქართველოს ტერიტორიის გავლით გაზის ტრანზიტის შესახებ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პრესკონფერენციაზე.

საქართველოს „გაზპრომთან“ ხელშეკრულების ვადა ამოიწურა - სომხეთში გაზის ტრანზიტის ბედი>>>

ბოლოს საქართველო და „გაზპრომი" სომხეთში გაზის ტრანზიტთან დაკავშირებით ახალ პირობებზე 2017 წლის იანვარში შეთანხმდნენ. ახალი შეთანხმება ორი წლის ვადით დაიდო. პირველ წელს საქართველო ბუნებრივი აირის ტრანზიტისთვის საფასურს ნაწილობრივ გაზის სახით იღებდა, ხოლო მეორე წელს ანგარიში მთლიანად მონეტიზებული გახდა. მანამდე ქართული მხარე გადასახადს ბუნებრივი აირის სახით იღებდა.

აღნიშნული შეთანხმების ვადა 2018 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა.

გაზგამანაწილებელი სადგური - Sputnik საქართველო
საქართველომ სომხეთში გაზის ტრანზიტი შეაჩერა

„გაზპრომთან მოლაპარაკებები ფაქტობრივად არის დასრულებული. ეკონომიკის სამინისტროს ჰქონდა მოლაპარაკებების დროს პრინციპები - ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა და რომ ჩვენი პოზიციები გაუმჯობესებულიყო ამ კონტრაქტში. ბუნებრივია მოლაპარაკებები ამ ორივე პრინციპის სრული დაცვით დასრულდა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი სიტყვებით, დეტალები ცნობილი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდება, როდესაც ეკონომიკის სამინისტრო განცხადებას გააკეთებს.

საქართველო რუსულ გაზს 2017 წლიდან აღარ ყიდულობს, ქვეყანას ბუნებრივი აირით აზერბაიჯანი ამარაგებს.

2018 წელს საქართველოს გავლით სომხეთში ტრანსპორტირებული იყო 1,93 მილიარდი კუბური მეტრი გაზი. 2017 წელს გაზის ტრანზიტის მოცულობამ დაახლოებით 2 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა.

კონტრაქტი რუსეთსა და სომხეთს შორის ყოველწლიურად 2,5 მილიარდამდე კუბური მეტრის მიწოდებას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0