საქართველოში სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგია შეიმუშავეს

© photo: Sputnik / Stringerფინანსთა სამინისტრო
ფინანსთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფო ვალის მართვა საქართველოს ეკონომიკას უფრო კონკურენტუნარიანს გახდის.

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. საქართველო ეკონომიკის გაძლიერებისთვის ნაბიჯებს დგამს და ამისთვის უკვე შეიმუშავა სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგია, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
პრემიერი: საქართველო კორუფციასთან ბრძოლაში ლიდერია

მისი ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ეროვნული ბანკის ჩართულობით, სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგია შეიმუშავა უცხოელ კოლეგებთან ერთად. სტრატეგიის დოკუმენტი შექმნილია საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით და სამწლიან ვადაზეა გათვლილი.

„ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც მოიცავს 2019, 2020 და 2021 წლებს. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ეს დოკუმენტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მომავალში კაპიტალის ბაზრის განვითარება, დააჩქარებს ლარიზაციის პროცესს და გააძლიერებს საქართველოს ეკონომიკას, რათა ჩვენ საგარეო შოკებისადმი უფრო მდგრადი ვიყოთ", – განაცხადა ბახტაძემ.

მისი აზრით, აღნიშნული სტრატეგიის რეალიზება საქართველოს ეკონომიკას უფრო კონკურენტუნარიანს გახდის.

2019 წლის იანვრისთვის საქართველოს სახელმწიფო ვალმა 17,8 მილიარდი ლარი შეადგინა, მათ შორის, საგარეო ვალი 5,4 მილიარდზე მეტია.

 

ყველა ახალი ამბავი
0