საქართველომ შეიძლება რუსეთიდან გაზი შეისყიდოს

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიგაზსადენი
გაზსადენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით გაზის ბაზრის დივერსიფიცირებას გეგმავს.

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია მიმდინარე წელს საწვავის მოწოდების დივერსიფიცირების მიზნით რუსეთიდან გაზის შესყიდვას არ გამორიცხავს.

ბახტაძე: სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტზე „გაზპრომთან" მოლაპარაკებები მალე დასრულდება>>>

საქართველო რუსულ გაზს 2007 წლიდან აღარ ყიდულობს. ქვეყანა ბუნებრივი აირით აზერბაიჯანიდან მარაგდება.

„ჩვენ სისტემის ოპტიმიზაციას ვგეგმავთ, რაც გაზის შესყიდვის დივერსიფიცირების საშუალებას მოგვცემს, რათა ბაზარზე დიდი კონკურენცია შეიქმნას. გაზის ბაზარზე კონკურენციის შექმნა ხელს შეუწყობს გაზის ტარიფების შემცირებას", – განაცხადა ქობულიამ პარლამენტში.

როგორც მან აღნიშნა, ბაზრის დივერსიფიკაცია – მნიშვნელოვანი ინიციატივაა.

„ჩვენ რუსეთთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და, ჩვენი ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის შენარჩუნების ფარგლებში, ალბათ, გარკვეული მოცულობის გაზს შევისყიდით", – აღნიშნა ქობულიამ.

ამ დროისთვის საქართველო რუსულ „გაზპრომთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს ახალ შეთანხმებაზე სომხეთში საქართველოს ტერიტორიის გავლით გაზის ტრანზიტის შესახებ.

გაზქურა - Sputnik საქართველო
საქართველოს რეგიონებში ბუნებრივი აირი ძვირდება

„გაზპრომთან" გვაქვს მოლაპარაკებები, რომ ჩვენი პირობები ტრანზიტის, ისევე, როგორც შესყიდვის, გავაუმჯობესოთ ჩვენი ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის ფარგლებში. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენმა კომპანიებმა და მოსახლეობამაც გაზი მიიღოს უფრო დაბალ ფასად. ამის პოტენციალი არის და ჩვენ ამას მივიღებთ ალბათ წელსვე", – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

მისი სიტყვებით, ბუნებრივ აირზე ტარიფების შემცირება დადებითად აისახება მოსახლეობასა და ბიზნესზე.

საქართველო და „გაზპრომი" სომხეთში გაზის ტრანზიტთან დაკავშირებით ახალ პირობებზე 2017 წლის იანვარში შეთანხმდნენ. მანამდე ქართული მხარე გადასახადს ბუნებრივი აირის სახით იღებდა. ახალი შეთანხმება ორი წლის ვადით დაიდო. პირველ წელს საქართველო ბუნებრივი აირის ტრანზიტისთვის საფასურს ნაწილობრივ გაზის სახით იღებდა, ხოლო მეორე წელს ანგარიში მთლიანად მონეტიზებული გახდა. შეთანხმების ვადა 2018 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა.

2018 წელს საქართველოს გავლით სომხეთში ტრანსპორტირებული იყო 1,93 მილიარდი კუბური მეტრი გაზი. 2017 წელს გაზის ტრანზიტის მოცულობამ დაახლოებით 2 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა.

კონტრაქტი რუსეთსა და სომხეთს შორის ყოველწლიურად 2,5 მილიარდამდე კუბური მეტრის მიწოდებას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0