ეროვნული ბანკი შეახსენებს გამსესხებლებს, რომ რეგისტრაციის ვალდებულება აქვთ

© Sputnik / Alexander Imedashviliეროვნული ბანკის ოფისი
ეროვნული ბანკის ოფისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ეროვნული ბანკი, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, თვალს ადევნებს მისი კომპეტენციის სფეროში მიმდინარე პროცესებს და, საჭიროების შემთხვევაში, განიხილავს დამატებითი ღონისძიებების განხორციელების საკითხს. 

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. პირი, რომლის მიმართ 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს აქვს სასესხო/საკრედიტო ვალდებულება და ამავდროულად გასცემს სესხებს, 2019 წლის 1 იანვრიდან ვალდებულია რეგისტრაცია გაიაროს საქართველოს ეროვნულ ბანკში (სებ), ნათქვამია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

სები-ს ინფორმაციით, სესხის გამცემმა სუბიექტებმა უნდა დაიცვან კანონითა და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნები, მათ შორის, 200 ათას ლარამდე სესხი მხოლოდ ეროვნული ვალუტით უნდა გასცენ, დაიცვან მაქსიმალური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის 50%-იანი ზღვარი, რეგულირებით დადგენილ შემთხვევებში სესხი გასცენ მხოლოდ მსესხებლის გადახდისუნარიანობის ფარგლებში, მოახდინონ მსესხებლის სწორი ინფორმირება და სხვა.

ეროვნული ბანკის ოფისი იუსტიციის სახლში - Sputnik საქართველო
ეროვნულმა ბანკმა 5 ლარის ნომინალის საკოლექციო  მონეტის დიზაინზე კონკურსი გამოაცხადა

 „ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ცალკეული სუბიექტები სავარაუდოდ ცდილობენ, თავი აარიდონ კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მათ შორის, რეგისტრაციის კუთხით და მოჩვენებითად გააგრძელონ იგივე საკრედიტო საქმიანობა, რაც, გარდა სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობისა, შესაძლოა საგამოძიებო ორგანოს მხრიდან შესწავლის საგანი გახდეს“, - აღნიშნულია ბანკის ინფორმაციაში.

ბანკი ასევე აცნობებს საზოგადოებას, რომ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გვერდის ავლით დადებული ხელშეკრულებები, მხარეთა შორის დავის შემთხვევაში შესაძლოა ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი გახდეს, რასთან დაკავშირებითაც დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს.

საქართველოს ეროვნული ბანკი, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, თვალს ადევნებს მისი კომპეტენციის სფეროში მიმდინარე პროცესებს და, საჭიროების შემთხვევაში, განიხილავს დამატებითი ღონისძიებების განხორციელების საკითხს. 

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 2019 წლის 1 იანვრიდან ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ კრედიტების გაცემის პირობები მნიშვნელოვნად გართულდა.

ყველა ახალი ამბავი
0