ღვინის ექსპორტი საქართველოდან: ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია

გამოწერა
საქართველომ 2018 წლის იანვარში მსოფლიოს 24 ქვეყანაში ექსპორტზე გაიტანა 15,2 მილიონი დოლარის ღირებულების 6,25 მილიონი ბოთლი ღვინო

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. საქართველოდან ბოლო წლებში ღვინის ექსპორტის ზრდის ტენდენცია წლის დასაწყისშიც შენარჩუნებულია, განაცხადა სამშაბათს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ.

საქართველომ 2019 წლის იანვარში ექსპორტზე გაიტანა 6,25 მლნ ბოთლი (0,75 ლიტრი) ღვინო და 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 22%-ით გადააჭარბა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

საქართველომ იანვარში მსოფლიოს 24 ქვეყანაში ექსპორტზე გაიტანა 15,2 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 33%-ით მეტია.

„2018 წელი დასრულდა რეკორდული ციფრებით, როდესაც საქართველოდან განხორციელდა 86,2 მლნ ბოთლის ექსპორტი, ბოლო თითქმის 30 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. იანვრის მონაცემებით, ექსპორტი გაზრდილია სხვადასხვა ბაზრის მიმართულებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ რაოდენობის 22%-აინი ზრდის ფონზე, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 33%-ით გაიზარდა. ეს მიანიშნებს, რომ ქართული ღვინის საექსპორტო ფასი მზარდია საერთაშორისო ბაზრებზე", - აღნიშნა მეხუზლამ.

ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
საქართველო მსოფლიოში ღვინის ყველაზე დიდ ექსპორტიორთა ოცეულში მოხვდა

ყველაზე მეტი ღვინო 2019 წლის იანვარში რუსეთში გავიდა. ლიდერი ქვეყნების ხუთეულში არიან ასევე უკრაინა, ჩინეთი, ყაზახეთი და პოლონეთი.

უწყების მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში მსოფლიოს ცხრა ქვეყანაში ექსპორტირებული იყო 2,2 მილიონ ბოთლზე (0,5 ლიტრი) მეტი ბრენდი, რაც 2018 წლის იანვარის მონაცემებზე 109%-ით მეტია. ხუთ ქვეყანაში გაიტანეს 4,4 ათასი ბოთლი (0,5 ლიტრი) ჭაჭა, ზრდა - 2%.

სულ ღვინის, ბრენდისა და ჭაჭის ექსპორტისგან საქართველოს კომპანიებმა იანვარში 23 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღეს, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 23%-ით მეტია.

ყველა ახალი ამბავი
0