თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. საქართველოში 2018 წელს ექსპლუატაციაში შევიდა 2,1 მლნ კვადრატული მეტრი ფართობის 2,5 ათასი ობიექტი, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
ობიექტების რაოდენობა, 2017 წელთან შედარებით, 4,8%-ით შემცირდა, ხოლო ფართობი – 13,8%-ით.
ექსპლუატაციაში ჩაშვებული ობიექტების ნახევარზე მეტი სამ რეგიონზე – თბილისზე, კახეთსა და ქვემო ქართლზე მოდის.
საქართველოს ხუთი რეგიონი, სადაც 2018 წელს ყველაზე მეტი ობიექტი შევიდა ექსპლუატაციაში
რეგიონი | ობიექტების რაოდენობა | ობიექტების საერთო რაოდენობის წილი % |
თბილისი | 745 | 29,6 |
კახეთი | 385 | 15,3 |
ქვემო ქართლი | 282 | 11,2 |
იმერეთი | 234 | 9,3 |
მცხეთა-მთიანეთი | 221 | 8,8 |
საქართველოში 2018 წელს ხელისუფლების მუნიციპალიტეტების ორგანოებმა გასცეს 6,2 მლნ კვადრატული მეტრი ფართობის 10,2 ათასი ობიექტის მშენებლობის ნებართვა.
ნებართვების რაოდენობა, 2017 წელთან შედარებით, 2,8%-ით შემცირდა, ხოლო ფართობის – 4,4%-ით.
გაცემული ნებართვების საერთო რაოდენობიდან 72,6% სამ რეგიონზე – თბილისზე, აჭარასა და ქვემო ქართლზე მოდის.
საქართველოს ხუთი რეგიონი, სადაც 2018 წელს მშენებლობის ყველაზე მეტი ნებართვა გასცეს
რეგიონი | ნებართვების რაოდენობა | ნებართვების საერთო რაოდენობის წილი % |
თბილისი | 4 928 | 48,3 |
აჭარა | 1 387 | 13,6 |
ქვემო ქართლი | 1 091 | 10,7 |
იმერეთი | 653 | 6,4 |
კახეთი | 479 | 4,7 |
ნებართვები გაცემულია სხვადასხვა დანიშნულების შენობის აგებაზე, მათ შორისაა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმროები, სავაჭრო ობიექტები, ქარხნები და სხვ., თუმცა ყველაზე მეტი წილი საცხოვრებელ კომპლექსებზე მოდის.