საფერავის ღვინომ ბრიტანელი ღვინის მწერალი გააოცა

© Sputnik / Denis Aslanovპწითელი ღვინო
პწითელი ღვინო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საფერავის კონკურსში გამარჯვებული ღვინოების ჩამონათვალი ახლო მომავალში გახდება ცნობილი.

თბილისი, 18 დეკემბერი - Sputnik. თბილისში საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსი გაიმართა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.

კონკურსზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ქვეყნის 87 როგორც დიდი მწარმოებლის, ასევე მცირე და საშუალო საოჯახო მარნის 200-მდე ღვინის ნიმუში.

ქართული სამზარეულო - Sputnik საქართველო
საქართველო სინზე: The Guardian ქართული სამზარეულოს შესახებ

კონკურსში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა და უცხოელმა მწარმოებლებმა, რომელთაც შესაძლებლობა ჰქონდათ წარედგინათ საფერავის ყურძნის ჯიშისგან ნებისმიერი ტექნოლოგიით წარმოებული ღვინო. 12-კაციანი ჟიური კი ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შედგებოდა.

ჟიურის თავმჯდომარის, ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტისა და ღვინის მწერლის ენდრიუ ჯეფორდის შეფასებით, საქართველოში წარმოებული ღვინოები მაღალი ხარისხისაა.

„საფერავი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო წითელი ვაზის ჯიშია. კონკურსზე წარმოდგენილი ღვინოები საოცრად შთამბეჭდავი იყო, ისინი ყოველთვის იწვევს გაოცებას და მოულოდნელი სასიამოვნო შთაბეჭდილებით გამოირჩევა. საფერავს ახასიათებს ისეთი უნიკალური თვისებები, რაც სხვა ღვინოებს არ გააჩნია. აქ ყოფნა და საფერავის დაგემოვნება ნამდვილად პრივილეგიაა”, – აღნიშნა ენდრიუ ჯეფორდმა.

ენდრიუ ჯეფორდის თქმით, გარდა საფერავისა, საქართველოში სხვა არაჩვეულებრივი ღვინოებიცაა, რომლებსაც წინა ვიზიტის დროს გაეცნო.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, კონკურსის ჟიურის წევრის ლევან მეხუზლას შეფასებით, საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსი წარმატებით ჩატარდა.

მცხეთა - Sputnik საქართველო
საქართველო ღვინის პოპულარიზაციისთვის რამდენიმე მილიონს დახარჯავს

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ კონკურსი იყო საერთაშორისო, სადაც ქართულ საფერავთან ერთად წარმოდგენილი იყო სხვა ქვეყნებში წარმოებული საფერავიც.

„ძირძველი ქართული ვაზის ჯიში საფერავი ვაზის წითელი ჯიშების მსოფლიო ასორტიმენტის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია. საფერავი საქართველოს ვაზის ერთ-ერთი უმთავრესი ჯიშია, რომელიც ნელ-ნელა დგება ისეთი ჯიშების გვერდით, როგორიცაა კაბერნე, მერლო და ა.შ.” – აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

კონკურსი საქართველოს დედაქალაქში ასოციაცია „ქართული ღვინოს“ ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა.

კონკურსში გამარჯვებული ღვინოების ჩამონათვალი ახლო მომავალში გახდება ცნობილი.

ყველა ახალი ამბავი
0