ფულადი გზავნილები: რომელი ქვეყნებიდან იგზავნება ყველაზე მეტი თანხა

© Pixabay / pasja1000დოლარები
დოლარები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ყველაზე მეტ თანხას რუსეთიდან, იტალიიდან და საბერძნეთიდან გზავნიან.

თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. რუსეთი ლიდერობს საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით - 2018 წლის ნოემბერში რუსეთიდან გადმორიცხეს დაახლოებით 37,8 მილიონი დოლარი, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 3,4%-ით ნაკლებია, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.

ფულადი კუპიურები - Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკი ვალუტის შესყიდვას აგრძელებს

საერთო ჯამში, 2018 წლის ნოემბერში ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული ფულადი გადარიცხვების მოცულობა 9%-ით გაიზარდა და 133,1 მლნ დოლარს გაუტოლდა.

რუსეთის წილი ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით გადმორიცხული ფულადი გზავნილების საერთო მოცულობიდან ნოემბერში დაახლოებით 28,4% იყო.

საერთო ჯამში, 2018 წლის ნოემბერში ქართულ კომერციულ ბანკებში ფულადი გზავნილები 9%-ით გაიზარდა და 133,1 მლნ დოლარს გაუტოლდა.

რუსეთის წილზე ქართულ კომერციულ ბანკებში შემოსული საერთო ფულადი გზავნილების 28,4% მოდის.

საქართველოში ფულადი გზავნილების სტატისტიკა 2018 წლის ნოემბერში

ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით გადმორიცხული ფულადი გზავნილების საერთო მოცულობა 2018 წლის იანვარ-ნოემბერში 14,9%-ით გაიზარდა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით და დაახლოებით 1,4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

სუპერმარკეტი - Sputnik საქართველო
გაიზრდება თუ არა საახალწლოდ ფასები პროდუქტებზე

რუსეთიდან საქართველოში 2018 წლის დასაწყისიდან 0,8%-ით მეტი ფულადი გადმორიცხვებია შესრულებული, ვიდრე გასული წლის საანგარიშო პერიოდში. რუსეთიდან ფულადი გზავნილების საერთო მოცულობამ 2018 წლის იანვარ-ნოემბერში დაახლოებით 414 მლნ დოლარი შეადგინა.

საქართველოდან უცხოეთში 2018 წლის ნოემბერში გადარიცხულია 19,7 მილიონ დოლარზე მეტი, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 1%-ით ნაკლებია. მთლიანობაში 2018 წლის 11 თვეში დაახლოებით 208 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10,1%-ით მეტია.

ყველა ახალი ამბავი
0