ნავთობპროდუქტების იმპორტი საქართველოში შემცირდა

© photo: Sputnikბენზინგასამართი სადგური
ბენზინგასამართი სადგური - Sputnik საქართველო
გამოწერა
საწვავის იმპორტის მოცულობის შემცირების ერთ-ერთი მიზეზი ჰიბრიდული ავტომობილების რაოდენობის გაზრდა გახდა.

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში 2018 წლის ნოემბერში ნავთობპროდუქტების იმპორტი, გასული წლის ნოემბერთან შედარებით, 15,5%-ით შემცირდა და 80,9 ათასი ტონა შეადგინა.

„მათ შორის, ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 46,3 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 34,6 ათასი ტონა", – ნათქვამია საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში საწვავის მოხმარების შემცირებას რამდენიმე ძირითადი ფაქტორით ხსნიან.

ბენზოგასამართი სადგური თბილისში - Sputnik საქართველო
საპროტესტო აქცია თბილისის ქუჩებში - მძღოლები საწვავის გაიაფებას მოითხოვენ

„საწვავის მოხმარების შემცირება ძირითადად განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით: ქვეყანაში ჰიბრიდული ავტომობილების რაოდენობის ზრდა; ბუნებრივ აირსა და ბენზინის ფასს შორის სხვაობის ზრდა, რის შედეგადაც ხდება ავტომობილების ბუნებრივი აირის მოხმარების ზრდა; თხევადი აირის მოხმარების მატება ავტომობილების გასამართად; საწვავზე მაღალი ფასები; თურქეთში დიზელის საწვავის გადინების კლება", – აღნიშნულია განცხადებაში.

ამავე დროს ნავთობპროდუქტების იმპორტი წლის დასაწყისიდან გაიზარდა – 2018 წლის 11 თვეში ქვეყანაში შემოვიდა 991 ათასი ტონა საწვავი, რაც გასული წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით 1,2%-ით მეტია.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აღნიშნავენ, რომ, მართალია, მიმდინარე წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი 11,9 ათასი ტონით გაიზარდა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, თუმცა რეალურად საწვავის მოხმარება არ გაზრდილა, რადგან 2016 წლის დეკემბერში განხორციელდა საშუალოდ 70 ათასი ტონით მეტი პროდუქტის იმპორტი წინა წლების ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით, რომელიც მოხმარებაში გავიდა უკვე 2017 წლის პირველ თვეებში. ეს დაკავშირებული იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილ ცვლილებასთან, რომელიც ეხებოდა საწვავზე აქციზის გადასახადის ზრდას, რომელიც ძალაში შევიდა 2017 წლის 1 იანვრიდან.

ამბიციური გეგმა: ავტოპარკის 90% ელექტრომობილებით ჩანაცვლდება>>

ბენზინისა და დიზელის საწვავის ყველაზე მეტი მოცულობის იმპორტი წლის დასაწყისიდან, ანუ 11 თვეში განხორციელდა რუსეთიდან – 272,7 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 27,5%-ია. შემდეგ მოდიან რუმინეთი, თურქმენეთი, აზერბაიჯანი და ა.შ.

 

ყველა ახალი ამბავი
0