საქართველოში ინვესტიციებმა იკლო: პრემიერმა მიზეზი დაასახელა

© photo: Sputnik / Vladimir Trefilov / გადასვლა მედიაბანკშიფულის კუპიურები
ფულის კუპიურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინვესტიციები ქვეყნის ეკონომიკაში მესამე კვარტალში ერთნახევარჯერ შემცირდა.

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. ინვესტიციების მოცულობამ საქართველოში 2018 წლის მესამე კვარტალში თითქმის 50% შეადგინა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, რასაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მარტივი იურიდიული მომენტი უწოდა.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, ინვესტიციები მესამე კვარტალში 48,2%-ით შემცირდა 2017 წლის ივლისი-სექტემბრის დაზუსტებულ მონაცემებთან შედარებით და 322,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მასალებში.

„საქმე გვაქვს ძალიან მარტივ იურიდიულ მომენტთან: საქართველოში ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა ორგანიზაციამ რეზიდენტი შეიცვალა, ის საქართველოს რეზიდენტი გახდა. შესაბამისად, ამასთან ერთად მოხდა გარკვეული ტიპის სესხების გასტუმრება, რაც საერთო ჯამში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე აისახა", – განუცხადა ბახტაძემ ჟურნალისტებს.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მიესალმება რაც შეიძლება მეტი კომპანიის უცხოური რეზიდენტობიდან ქართული სამართლის სფეროში გადმოსვლას.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
რა ცვლილებები შევა ახალ საბაჟო კოდექსში

სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში ქვეყანაში კაპიტალის შემოდინების მკვეთრი შემცირების კიდევ ერთი მიზეზი დაასახელეს – დასრულდა მაგისტრალური გაზსადენის ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაფართოების პროექტის მშენებლობის ფაზა, რომელსაც უცხოელი ინვესტორების კონსორციუმი ახორციელებდა.

ყველაზე მეტი ინვესტიცია ივლისი-სექტემბრის პერიოდში შემოვიდა ნიდერლანდებიდან, კორეიდან და აზერბაიჯანიდან. დარგებიდან ლიდერობენ გადამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა და ენერგეტიკა.

ასევე შემცირდა სამი კვარტლის მაჩვენებელი – საქართველოში 2018 წლის იანვარ-სექტემბერში შემოვიდა 998,7 მლნ აშშ დოლარი, რაც გასული წლის ამავე პერიოდის დაზუსტებულ მონაცემებზე 27,2%-ით ნაკლებია.

ქურთუკების ჩინური ფაბრიკა საქართველოში 2019 წელს აშენდება>>

საქართველოში ცხრა თვეში ყველაზე დიდი ინვესტორები იყვნენ აზერბაიჯანი, ნიდერლანდები და აშშ; ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა ფინანსურ და ენერგეტიკულ სექტორებში, ასევე ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში.

ყველა ახალი ამბავი
0