საპენსიო სააგენტო საქართველოს 3,8 მილიონი ლარი დაუჯდება

© Sputnik / Alexander Imedashviliასაკოვანი მამაკაცი
ასაკოვანი მამაკაცი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში 2019 წლის იანვრიდან დაგროვებითი პენსიის სისტემა ამოქმედდება.

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. პარლამენტისთვის წარდგენილი მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საპენსიო სააგენტოს დაფინანსება, რომელიც საქართველოში 2019 წელს გაიხსნება, 3,8 მილიონ ლარს შეადგენს.

თავდაპირველად სააგენტოს დაფინანსება 1 მლნ ლარის ოდენობით იგეგმებოდა.

საპენსიო სააგენტო აღრიცხავს ყველა მომავალ პენსიონერს. ისინი უნდა ჩართონ დაგროვებითი პენსიის სისტემაში და თითოეულისთვის ანგარიში უნდა გაიხსნას.

ეკონომიკის სამინისტრო - Sputnik საქართველო
ვინ დაინიშნა ახლადშექმნილი საპენსიო სააგენტოს პირველ ხელმძღვანელად

საპენსიო სააგენტოში იმუშავებს საინვესტიციო საბჭო ხუთი ადამიანის შემადგენლობით. საბჭო პასუხისმგებელი იქნება საპენსიო ფონდში სახსრების მიმოქცევაზე და ასევე იმაზე, რომ პენსიაზე გასვლის შემდეგ ადამიანმა მისთვის განკუთვნილი თანხა მიიღოს.

ახალი სააგენტოს თანამშრომლების ხელფასებისთვის 2 მილიონი ლარი გამოიყოფა.

ახალი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდება. მასში ჩართვას შეძლებენ 60 წლამდე მამაკაცები და 55 წლამდე ქალები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან, როგორც გადასახადების გადამხდელები. ეს სისტემა სავალდებულო იქნება მხოლოდ მათთვის, ვინც 40 წლამდე ასაკისაა.

დაგროვებითი პენსიის სქემა მარტივია: ხელფასის 2%-ს გადაიხდის დასაქმებული, 2%-ს – დამსაქმებელი, ხოლო სახელმწიფოს შენატანი დასაქმებულის წლიურ შემოსავალზე იქნება დამოკიდებული – 2% წლიური 24 ათასზე ნაკლები შემოსავლის დროს, 1% – 24-დან 60 ათასამდე შემოსავლებისას. წლიური 60 ათასზე მეტი შემოსავლების შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში არ მონაწილეობს.

ყველა ახალი ამბავი
0